იგორ კოკოშკოვი “ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელია
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი თავკცი იგორ კოკოშკოვი “ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
“ფენერი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კლუბია. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ფანები გამარჯვებებითა და ტიტულების მოგებით გავახაროთ.
ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ “ფენერბაჰჩეს” ოჯახში შემოსვლით. მადლობას ვიხდი ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. ბევრი რამ ვიცი ამ კლუბის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ.
დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ “ფენერბაჰჩეს” ფანებისა და იმ ხალხის მიმართ, ვინც აქ მომიყვანა. წარმატების მისაღწევად ჩემს შესაძლებლობებს, გამოცდილებასა და ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ”, – ციტირებს კოკოშკოვის სიტყვებს Eurohoops-ი.
იგორ კოკოშკოვის სამწვრთნელო კარიერაში “ფენერბაჰჩე” პირველი ევროპული კლუბია.
შეგახსენებთ, რომ სერბი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2008-დან 2015 წლამდე ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2011, 2013 და 2015 წლებში ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. ამის შემდეგ კოკოშკოვმა სლოვენიის ეროვნული გუნდი ჩაიბარა და 2017 წელს ევრობასკეტის გამარჯვებულიც გახდა.