იგორ კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ 2 წლით უხელმძღვანელებს

თარიღი: მარტი 11, 2014

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კიდევ 2 წელი იმუშავებს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა “კლივლენდ კავალერსის”  მწვრთნელს თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეუთანხმდა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2014 და 2015 წლების მატჩებში უხელმძღვანელებს.

ჩვენს ეროვნულ გუნდს მიმდინარე წლის აგვისტოში ევროპის ჩემპიონატის შეარჩევ ტურნირში მოუწევს ასპარეზობა ჩეხეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან. წარმატების შემთხვევაში საქართველო ზედიზედ მესამედ გავა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელსაც 2015 წელს უკრაინა უმასპინძლებს

კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრები 2008 წელს ჩაიბარა, როცა ის ევროპის B დივიზიონში ასპარეზობდა. სერბი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩვენი ნაკრები პირველივე ციკლში A დივიზიონში გადავიდა, საიდანაც პირველივე ცდაზე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე  გავიდა.

2011წელს, ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე, საქართვეოს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო 11 გუნდში მოხვდა. გასულ, 2013 წელს ქართველები ღირსეულად გამოვიდნენ სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, რის შემდეგც იგორ კოკოშკოვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება ამოეწურა.

კოკოშკოვის გარდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ეროვნული გუნდის  მწვრთნელობის კიდევ ერთი სერბი კანდიდატი ჰყავდა, თუმცა საფუძვლიანი ანალიზისა და მოლაპარაკებების შემდეგ არჩევანი ჩვენი ნაკრებისთვის კარგად ნაცნობ კოკოშკოვზე შეჩერდა.  მოლაპარაკებები 10 მარტს დასრულდა და ურთირთშეთანხმების საფუძველზე იგორ კოკოშკოვმა კიდევ 2 წლით ჩაიბარა საქართველოს ეროვნული ნაკრები.

 

იგორ კოკოშკოვი

დაიბადა 1971 წლის 17 დეკემბერს ბელგრადში (იუგოსლავია)

   საკლუბო კარიერა

• 1992-1994 – “ბკ ბელგრადის” (იუგოსლავია) ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი
• 1994-1995 – “ბკ ბელგრადის” (იუგოსლავია) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
• 1995-1996 – “ბკ ბელგრადის” (იუგოსლავია) მთავარი მწვრთნელი. 24 წლისა გახდა იუგოსლავიის კალათბურთისისტორიაში უმაღლესი ლიგის გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი.
• 1996-1997 – ბელგრადის “პარტიზანის” (იუგოსლავია) ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი
.
• 1999-2000 – მისურის უნივერსიტეტის (აშშ-ს უმაღლესი სტუდენტური დივიზიონი) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.პირველი ევროპელი, რომელმაც დაიკავა აშშ-ს უმაღლესი სტუდენტური დივიზიონის გუნდის მთავარი მწვრთნელისასისტენტის თანამდებობა
.
• 2000-2003 – “ლოს ანჯელეს კლიპერსის” (ნბა) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. პირველი არა-ამერიკელი, რომელმაცდაიკავა ნბა-ს კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობა
.
• 2003-2008 – “დეტროიტ პისტონზის” (ნბა) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

• 2008-2012 – “ფინიქს სანზის” (ნბა) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

 2012 – დღემდე – “კლივლენს კავალერსის” (ნბა) მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი.

    სანაკრებო კარიერა
• 1997-1999 – იუგოსლავიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
• 2004 – სერბეთი-ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ათენის ოლიმპიურ თამაშებზე
.
• 2005 – სერბეთი-ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ევროპის ჩემპიონატზე.

. 2008 – საქართველოს ნაკრებიმთავარი მწვრთნელი.

gbf.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა