ილიას ზუროსი: “სერბეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა განაცხადაა, რომ მისი გუნდი სერბეთის სახით, მსოფლიოს ერთ-ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს დაუპირისპირდება.
როგორც იცით, 29 ივნისს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სერბეთს თბილისის სპორტის სასახლეში შეხვდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე ილიას ზუროსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ჩემი გუნდის კალათბურთელების მონდომებით კმაყოფილი ვარ. სერბეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. შესაძლოა, ბევრი ამას ვერ ხვდება, რადგან სერბებს ხვალ NBA-ს ერთი მოთამაშე ეყოლებათ, მაგრამ მათ გუნდში ევროლიგის კალათბურთელები იქნებიან. ვფქირობ, ეს გუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა, ვისაც შეიძლება, დავუპირისპირდეთ. ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ. მინდა, ყველა ფანი დავპატიჟო მატჩზე, ჩვენ მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება”, – განაცხადა ბერძენმა სპეციალისტმა.