ინტერვიუ არმიას ახალგაზრდა კალათბურთელებთან – გიორგი ქავთარაძე და თორნიკე გაგუა

თარიღი: თებერვალი 15, 2014

 Fanebi.com აგრძელებს ახალგაზრდა სპორტსმენების წარდგენას. დღეს ჩვენ „არმიას“ კალათბურთელებს გიორგი ქავთარაძეს და თორნიკე გაგუას გაგაცნობთ. გიორგიმ და თორნიკემ უკვე მოასწრეს სუპერლიგაში სადებიუტო შეხვედრის ჩატარება და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კანდიდატებიც არიან. სპორტსმენებს „არმიას“ ბაზაზე ვესტუმრეთ, სადაც მათ ყველანაირი პირობა აქვთ სრულფასოვანი მომზადებისთვის.

თამაში სად და რა ასაკში დაიწყეთ?

გიორგი ქავთარაძე: კალათბურთის თამაში რუსთავში 12 წლის ასაკში დავიწყე ოთარ ხმელიძესთან, სადაც 3 წელი გავატარე.

თორნიკე გაგუა: სპორტის სასახლეში დავით ბერიშვილთან დავიწყე თამაში, შემდეგ გი ვერის ბაღში გია ტეტელაშვილთან გავაგრძელე.

პირველი მიღწევა?

ქავთარაძე: პირველივე წელს რუსთავში ჩატარებული კალათბურთის ფესტივალი მოვიგეთ. მერე საქართველოს ჩემპიონებიც გავხდით. საკმაოდ დაძაბული ტურნირი იყო და მოგებაც ორმაგად სასიხარულო გახლდათ.

გაგუა: ჩემს გუნდს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ფინალში გვეთამაშა. მაგრამ, პირადად ჩემთვის  დასამახოსოვრებელი იყო 16-წლამდელებში ერთ-ერთ გამორჩეული მატჩი, როდესაც 44 ქულა ჩავაგდე.


არმიაში როგორ აღმოჩნდით?


ქავთარაძე: არმიაში კემპიდან მოვხვდით. არც ვფიქრობდი, რომ ამირჩევდნენ, თუმცა გამიმართლა და საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში მოვახერხე დარჩენა.

გაგუა: 120 კალათბურთელი იყო პირველ ეტპაზე, შემდეგ კი ნელ-ნელა აკლდებოდა და დაახლოებით ორ კვირაში გუნდიც შეიკრა და 14 დავრჩით.


18-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდით. რა გრძნობაა?

ქავთარაძე: ნაკრებში პირველად ვარ და გამოძახებით ძალიან გახარებული ვარ.

გაგუა: ჩემთვისაც პირველი გამოძახებაა.  16-წლამდელებში არ მითამაშია. თუმცა, ახლა გამომიძახეს და პირველ რიგში ეს ჩემი შრომის დაფასებაა. 

 

თუნდაც ნაკრების ფაქტორის გათვალისწინებით, ჩანს, რომ სერიოზული პროგრესი განიცადეთ. გამოცდილ მოთამაშეებთან კონტაქტმა რამდენად იქონია ამაზე გავლენა? 


ქავთარაძე:  ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იყო პირველ გუნდთან თამაში. უფრო მონდომებულები გავხდით და საქმესაც მეტი სერიოზულობით ვეკიდებით. დიდებთან კონტაქტი ძალიან კარგია, ბევრ სასარგებლო რჩევას გვაძლევენ.  

გაგუა: თავიდან გაგვიჭირდა, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიური მომენტიც იყო. თუმცა, მერე ავუღეთ ალღო.

1422591_542510609166625_313326378_n

გიორგი ქავთარაძე

 

სუპერლიგაში დებიუტს როგორ გაიხსენებდით?

ქავთარაძე: ჩვეულებრივი ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელმა დაგვტოვა და გავიგეთ, რომ სუპერლიგის განაცხადში მოვხვდით. ძალიან გაგვიხარდა.

გაგუა: დიდ დროს თუ დაგვითმობდნენ არ გვეგონა, თუმცა 1-2 წუთის თამაშის იმედი მაინც გვქონდა. საკმაოდ ვნერვიულობდით, მაგრამ მერე გადავლახეთ ეს ბარიერი, რაშიც გამოცდილი მოთამაშეები დაგვეხმარნენ.

1519333_806340842714730_161584112_o

თორნიკე გაგუა

 

 

თქვენს სუსტ და ძიერ მხარეებზე რომ ისაუბროთ

ქავთარაძე:  პირველ რიგში დრიბლინგი მაქვს დასახვეწი. კალათბურთში მცირე დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა. ასე რომ, სამუშაო ბევრია. მთავარი, მაინც მოედანზე აზროვნება არის.

გაგუა: სამუშაო სროლაზე მაქვს, 3-ქულიანები უნდა გამოვასწორო. თამაშის დროს უპირატესობას სწრაფ შეტევას ვანიჭებ.

რის გამო გადაწყვიტეთ კალათბურთის თამაში?

 

ქავთარაძე: შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთი ჩვენი ოჯახური სპორტია. თავიდან, როგორც გულშემატკივარი დავდიოდი და რუსთავის არცერთი თამაში არ გამომიტოვებია. შემდეგ კი მეც დავიწყე თამაში.

გაგუა: კალათბურთზე შესვლა განაპირობა საქართველოს ნაკრების მატჩმა. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს ვის ვხვდებოდით, მაგრამ ჩვენი ბიჭების თამაში ძალიან მომეწონა. დიდი როლი ბაბუამ ითამაშა. მისი დიდი დამსახურებაა, რომ კალათბურთზე შევედი.

მისაბაძი ან საყვარელი მოთამაშე თუ გყავთ?

 

ქავთარაძე: ჩემთვის ეს მაიკლ ჯორდანია. ვისაც მისი თამაში აქვს ნანახი, ყველა ცდილობს, რომ მიბაძოს მას. ჯორდანი განსაკუთრებული მოთამაშე იყო.

გაგუა: მე ლებრონ ჯეიმსს გამოვარჩევდი, ასევე როუზს. ჩემთვის ეს ორი კალათბურთელი მისაბაძი მაგალითია.

ოცნების გუნდი?

ქავთარაძე: ყველა კალათბურთელი ოცნებობს ნბა-ში მოხვედრაზე. მეც მათ შორის ვარ. ეს ნამდვილი სანახაობაა.

გაგუა: მეც იგივეს ვიტყოდი. ნბა-ში მოხვედრა ალბათ მთავარი მიზანია, გუნდს არც აქვს ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა.

 

და ბოლოს რჩევა მათ, ვინც თამაშს ახლა იწყებს

ქავთარაძე: პირველ რიგში დაუღალავი შრომა. ეს ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს. შეიძლება დღეს ვიღაც გჯობდეს, მაგრამ არ უნდა დანებდე და ეს აუცილებლად დაგიფასდება.

გაგუა: დავეთანხმები გიორგის. მთავარი შრომა და მონდომებაა.  



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა