ინტერვიუ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან

თარიღი: აგვისტო 22, 2014

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, გამთენიისას, ევროპული ტურნედან დაბრუნდა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 მატჩი გამართა – უნგრეთში, პორტუგალიაში და ჩეხეთში – ადგილობრივი ქვეყნების ნაკრებებთან. იგორ კოკოშკოვის გუნდმა 2 უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა უნგრეთსა და პორტუგალიაში, რომლის შემდეგაც ისედაც ხალხნაკლული, გვარიანდ გადაღლილი ჩავიდა ნიმბურკში და ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა დიდი სხვაობით დათმო. როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, რომელთა შესახებაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე გვესაუბრება. იგი გუნდს სამივე გასვლით მატჩში ახლდა…

– საკვალიფიკაციო ეტაპი ჩეხეთთან თბილისში გამარჯვებით დავიწყეთ, რასაც 3 გასვლითი შეხვედრიდან ორის წაგება მოჰყვა. ეს შედეგი რეალობას ასახავს, თუ ჩვენს ნაკრებს უფრო მეტის მიღწევა შეეძლო?
– მიუხედავად იმისა, რომ 3 უმაღლესი კლასის მოთამაშე გვკლია, ვფიქრობ, უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო. ამის თქმის საშუალებას უნგრეთში 1 ქულით წაგებული მატჩი მაძლევს, რომელიც ყველამ ნახა და დამეთანხმებით, უპატიებელი შეცდომების გამო მასპინძლებს მოგება ვაჩუქეთ.
– ნაკრების დანაკლისი რომ არა, პროგრამა მაქსიმუმი რა იქნებოდა?
– ჩვენს ნაკრებს 3 წამყვანი კალათბურთელი აკლია – მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი და რიკი ჰიკმანი. ამ მოთამაშეებს დავუმატოთ 2 საშუალო დონის კალათბურთელი და ძლიერი ხუთეული გამოვა. რაც შეეხება ჰიკმანის შემცვლელის პოვნას: ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო გაცხადებულმა უარმა დრო აღარ დაგვიტოვა სხვა ნატურალიზაციის მსურველი ან ნატურალიზირებული სათანადო დონის მოთამაშის მოსაწვევად, რამაც თავისთავად გამოიწვია მწვრთნელთა მიერ დაგეგმილ სათამაშო ტაქტიკასა და დამუშავებულ კომბინაციებში კორექტივების შეტანა. ცალკე თემაა ვიქტორ სანიკიძის ტრავმა, რომელმაც უნგრეთსა და პორტუგალიაში სრული დატვირთვის ვერ ითამაშა. ანუ როგორც იტყვიან, ჩვენ გუნდში გუნდი გვაკლია და რომ არა ეს დეფიციტი, საქართველოს ნაკრების შესაფერისი შედეგი ჯგუფში ყველა მატჩის მოგება იქნებოდა.
– მიუხედავად იმისა, რომ კალენდრით ზედიზედ 3 გასვლითი მატჩი გვქონდა?
– კალენდარი ჩვენთვის ხელსაყრელი ისედაც არ ყოფილა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკადრო პრობლემები შეგვექმნა, 3 გასვლითი შეხვედრა თითქმის დაღუპვის ტოლფასი გახდა. ნაკრებს ძირითადი ხუთეული არ შერჩა, მწვრთნელს კი სათანადო როტაციის საშუალება არ ჰქონდა და ბიჭები გადაიღალნენ. უნგრეთსა და პორტუგალიაში გადატანილი უმძიმესი ბრძოლების შემდეგ ჯგუფის ფავორიტმა, ჩეხეთმა მიგვიღო და დიდი უპირატესობით დაგვამარცხა. ჩეხებიც სწორედ იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რაც ზემოთ ვახსენე. მათმა ლიდერმა, ტომაშ სატორანსკიმ მატჩამდე პრესასთან განაცხადა, რომ ქართველები ზედიზედ მესამე გასვლით შეხვედრას ატარებენ, გადაღლილები არიან როგორც თამაშით, ისე ხანგრძლივი მგზავრობით და ეს კარგად უნდა გამოვიყენოთო. ჩეხებმა სწრაფ თამაშზე გააკეთეს აქცენტი და გაუმართლათ კიდეც.
– კალენდარი რომ შედგა, მაშინ მის შეცვლაზე არ გიზრუნიათ?
– ფიბა-ევროპის დებულების შესაბამისად კალენდარი დგინდება სპეციალური მატრიცის საშუალებით, რომელიც წინასწარაა დაფიქსირებული და მის შედგენასა თუ ცვლილებაში ეროვნული ფედერაციები და გუნდები მონაწილეობას ვერ ღებულობენ. ფიბა-ევროპის სათანადო კომისიამ განსაზღვრა კალენდარი და დაამტკიცა თამაშების განრიგი, ასე რომ როგორც მეტოქის შერჩევის ასევე თამაშების კალენდრის დადგენის პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებდით.
– უნგრეთთან მატჩისთვის ნაკრები რეაბილიტაციას მოასწრებს?
– ნაკრები დაგეგმილი პროგრამით მოქმედებს და მისი მიზანია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა. ჯერ ყველაფერი წინაა, უნგრეთთან მატჩი საკვანძოა, მას ფინალის მნიშვნელობა აქვს. უნგრეთის აუცილებლად დამარცხება გვმართებს და რაც უფრო მეტი ქულით მოვახერხებთ ამას, მით უკეთესი. ბიჭებმა ჩეხეთთან წაგებული მატჩი განიცადეს, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან და იციან, რომ უნგრეთი გვყავს დასამარცხებელი. ამიტომაც, მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებენ მიზნის მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორი. უნგრეთში მასპინძლებმა რომ მოგვიგეს, უდიდესი წვლილი მაყურებლებს მიუძღვით, რომლებმაც დარბაზში არნახული ატმოსფერო შექმნეს. ტრიბუნები 3 ათას მაყურებელს იტევდა, თუმცა სრულიად სავსე დარბაზი და მასპინძლების მხარდასაჭერად მოგუგუნე ფანები უნგრეთის ნაკრებს უდიდეს სტიმულს აძლევდნენ.
– საქართველოს ნაკრებს ჩეხეთთან მატჩში გულშემატკივარი არ აკლდა…
– იმაზე მეტი უნდა მოვიდეს, რაც ჩეხეთთან იყო. დარბაზი უნდა გაივსოს, რადგან ამ მატჩში წყდება საქართველოს ნაკრების გასვლა-არგასვლის საკითხი. იმედი მაქვს, გულშემატკივარიც მოვა და ბიჭებიც მოახერხებენ ხელსაყრელი შედეგის მიღწევას.

GBF.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა