ირაკლი ხოშტარია “არისთან” განადგურების შემდეგ: “პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”
“არისთან” 24 ქულით განადგურების შემდეგ თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ხოშტარიამ პირველი კომენტარი გააკეთა.
„რთულია, ასეთი მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთება. თუმცა, ვარ მთავარი მწვრთნელი და შედეგზე პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე ვიღებ. როგორც ადრე ვამბობდი, რთულია ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორიც „არისია“. ჩვენ, BCL-ის თამაშისთვის მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო გვქონდა. ეს არ არის გამამართლებელი საბაბი. არის ერთი რამ, რაც მინდა აღვნიშნო – ამ წაგების შემდეგ, მთავარია გამოვიტანოთ დასკვნები, შევხედოთ სად ვართ, სად გვიჭირს და მომდევნო თამაშებისთვის ეს იყოს კარგი გაკვეთილი. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ, გავაგრძელებთ ბრძოლას. ვეცდებით, რომ გავახაროდ ქართველი გულშემატკივარი. არ გამოგვივიდა დღეს, ვეცდებით, რომ გამოგვივიდეს ხვალ“, – ირაკლი ხოშტარი.
“დინამო” 66-90 დამარცხდა ბერძნებთან და ხვალ საპასუხო შეხვედრას საბერძნეთში გამართავს.
BC Dinamo Tbilisi