ირაკლი ხოშტარია: “კლუბის განვითარებისთვის ევროპულ ასპარეზზე გასვლა აუცილებელია”

თარიღი: ივნისი 3, 2014

საკალათბურთო სუპერლიგის 2013/2014 წლების სეზონის გამარჯვებული ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი “დინამო” გახდა. თბილისური კლუბის დამრიგებელს სუპერთასის მატჩის შემდეგ გავესაუბრეთ და განვლილი სეზონის შეჯამებასთან ერთად სამომავლო გეგმებზეც ვესაუბრეთ. 

 

– გასული სეზონი ჩვენთვის წარმატებული იყო. ჩემპიონატის მოგება შევძელით და გუნდში ჩემი და ახალი ხელძმღვანელობის მოსვლიდან მესამე სეზონზე  ჩვენი მთავარი მიზანი შევასრულეთ. ამიტომ, სეზონს დადებითად შევაფასებდი.

– რამდენად განახორციელეთ ყველა ის იდეა, რაც სეზონის წინ გქონდათ დაგეგმილი? 

– მთავარ მიზანს მივაღწიეთ და ეს სასიხარულოა. თუმცა, გუნდის თამაში ყველა შემთხვევაში უკეთესის სურვილს ტოვებს. მწვრთნელი, რომელიც საკუთარი შედეგებით და მუშაობით კმაყოფილია უბრალოდ ვერ განვითარდება.

– რა იყო მთავარ ფაქტორი, რამაც თქვენი ჩემპიონობა განაპირობა? 

– ყველგან სადაც მიმუშავია და მომავალშიც ვიმუშავებ ჩემთვის მთავარი ყოველთვის დისციპლინა და სამართლიანობაა, რასაც შემდეგ ტაქტიკური მონახაზი და დანარჩენი მნიშნველოვანი ფაქტორები ემატება. მაგრამ, თუ გუნდში არ არის დისციპლინა და სამართლიანობა შედეგი არ იქნება.

ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რომ ჩემთვის არ არსებოს პრივილეგირებული კალათბურთელი. რა თქმა უდნა, გუნდში არიან ლიდერები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ მოთამაშეს გარკვეული პრივილეგიები ინიჭება.

ვფიქრობ, ამის განხორციელება “დინამოში” მოვახერხეთ და ამისთვის ჩემს მოთამაშეებს დიდ მადლობას ვეუბნები.

IMG_6802

– რომელი იყო ყველაზე რთული მეტოქე წლევანდელ გათამაშებაში? 

– ყველაზე რთული მეტოქე “ქუთაისი” იყო. მათ თავიანთი სათამაშო სქემა და სტილი აქვთ. წელს სამი მატჩი მოგვიგეს, მაგრამ იმ მატჩებში, სატურნირო მდგომარეობის გამო,  ჩვენ მოტივაციის ნაკლებობას განვიცდიდით. თუმცა, მათ წარმატებას ამით არ ვაკნინებ. “ქუთაისი” ძალიან ძლიერი და მებრძოლი გუნდია.

– სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშედ სტევან მილოშევიჩი დასახელდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? 

– პირადად მეც სტევანს მივეცი ხმა და ასევე ლაშა გამყრელიძეც შევიყვანე ჩემს სამეულში. მილოშევიჩი ჩვენი გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო გასულ სეზონში. ის ჩემს მითითებებს ზედმიწევნით სწორად ასრულებდა როგორც თამაშებზე, ასევე ვარჯიშებზეც.

– “დინამოს” წარმატებაში ქართველ მოთამაშეებთან ერთად დიდი როლი ლეგიონერებმაც ითამაშეს. როგორ შეაფასებდით მათ ასპარეზობას განვლილ სეზონში? 

– ლეგიონერება მართლაც კარგი სეზონი ჩაატარეს, თუმცა რაც მთავარია, ჩვენ მივაღწიეთ მთავარს და არ დავიყავით ჯგუფებად, შევინარჩუნეთ გუნდურობა. ამისთვის პირველ რიგში მადლობა ჩვენს ქართველ მოთამაშეებს. ლეგიონერებთან ერთად ქართველებმაც დიდი როლი ითამაშეს. გვქონდა მცირე ხარვეზები, მაგრამ საერთო ჯამში მოხერხდა ის, რომ ყველანი საერთო წარმატებაზე და გუნდზე ვფიქრობდით, რამაც შედეგი მოგვიტანა.

IMG_6801

– მიმდინარე სეზონში “დინამო” აქტიური გულშემატკივრებითაც გამოირჩეოდა. რამნდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის? 

– გულშემატკივრებს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. “გლადიატორების” და “ფრონტის” მხარდაჭერა ბიჭებისთვის ძალიან მნიშვენლოვანია. ისინი გასვლით მატჩებზეც დაგვყვებიან და ეს ძალიან გვეხმარება. მათ უყვართ “დინამო” და ამისთვის მათ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი.

– სეზონი დასრულდა და საინტერესო თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში…

– “დინამოსთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მქონდა. ვნახოთ, როგორ შეაფასებს ჩემს მუშაობას გუნდის ხელმძღვანელობა და სამომავლო გეგმებიც ამის შემდეგ გაირკვევა.

თუ გვინდა, რომ კლუბი განვითარეს აუცილებელია ევროპულ ასპარეზზე გასვლა. თუმცა, აქ უძლური ვარ და ეს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. პირადად მე ამისთვის მზად ვარ.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა