იტალიამ გერმანია ოვერტაიმში დაამარცხა
ბერლინში ევრობასკეტის B ჯგუფის მატჩი შედგა, რომელშიც ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და იტალია შეხვდნენ.
ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, არადა, გერმანელები მესამე მეოთხედში ათი ქულით იგებდნენ. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე ხუთი წამით ადრე მეტოქის ფარში ბურთი დანილო გალინარიმ ჩააგდო. ოვერტაიმში სიმონე პიანიჯანის გუნდი გაცილებით უკეთესი გამოდგა, რაც ანგარიშზეც აისახა – იტალიელებმა 7 ქულით – 89:82 მოიგეს.
შეხვედრის ერთ-ერთი გმირი წაგებული გუნდის გამთამაშებელი დენიშ შრედერი გახდა, რომელმაც თავის აქტივში 29 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მიითვალა. იტალიიდან 25ქ ულითა და 9 მოხსნით დანილო გალინარი გამოირჩა.
იტალია – გერმანია – 89:82(17:22, 25:19, 12:18, 22:17, 13:6)
იტალია: გალინარი (25 ქ. 9 მ.), ბარნიანი (17 ქ. 5 მ. 2 ბ.), ბელინელი (17 ქ.), ჯენტილე (15 ქ. 5 მ. 3 პ.), არადორი (6 ქ. 9 მ. 3 პ.), ჩინჩარინი (4 ქ.), ჰეკეტი (3 ქ. 4 პ.), მელი (2 ქ.)
გერმანია: შრედერი (29 ქ. 7 პ. 4 მ.), ნოვიცკი (14 ქ. 10 მ.), ზიპზერი (11 ქ. 8 მ. 2 ბ.), პლიაისი (10 ქ. 5 მ.), შაფარციკი (5 ქ.), ტადა (4 ქ.), ბენცინგი (3 ქ.), კინგი (3 ქ.), ლო (2 ქ.), გაველი 1 ქ.)
ამ გამარჯვებით იტალიელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და 1/8 ფინალი გაინაღდეს.