ჯეიმს ჰარდენმა “ლეიკერსთან” გამარჯვების საიდუმლო გაამხილა
გამთენიისას ორლანდომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და “ჰიუსტონ როკეტსის” დიდებულ დაპირისპირებას უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე გამარჯვება (97-112) ჯეიმს ჰარდენის გუნდს დარჩა.
ჰარდენმა პარკეტზე 34 წუთი გაატარა და თავი 36 ქულით გამოიჩინა, რასაც ორი მოხსნა, ორი მოპარვა და ბლოკიც დაამატა. თუმცა, ამერიკული კალათბურთის გიგანტი მიიჩნევს, რომ ამ გამარჯვებაში მთავარი როლი კარგმა დაცვამ ითამაშა.
“რა იყო გამარჯვების საიდუმლო? ჩვენი დაცვა. ასეთი დაცვით ბევრის მიღწევაა შესაძლებელი. ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ კვლავ გავიმეორებ, რომ ასეთი თამაშით ჩვენ დასავლეთში საუკეთესონი ვართ.
ჩვენ მეტოქეს 100 ქულის ჩაგდების საშუალება არ მივეცით, ეს კი ბევრს ნიშნავს. აუცილებელია ასევე გაგრძელება,” – აცხადებს ჰარდენი.
ბონუსად კი შემოგთავაზებთ ჯეიმს ჰარდენის მრავლისმეტყველი მზერის კადრს.
James Harden looking down at AD pic.twitter.com/QU0JqxbaG8
— Chris Montano (@gswchris) September 5, 2020