ჯეიმსი და გრიფინი თებერვის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, „მაიამი ჰიტის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერი ბლეიკ გრიფინი თებერვლის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.
გასულ თვეში ლებრონმა თავის გუნდს 10 მატჩიდან 9 მოაგებინა და, ამასთან ერთად, მისმა საშუალო მონაგარმა 30,8 ქულა, 8,1 მოხსნა, 6,7 გადაცემა და 2,67 ჩაჭრა შეადგინა. „კლიპერსმა“ „ჰიტთან“ შედარებით 13 შეხვედრა გამართა და გამარჯვება შვიდ თამაშში იზეიმა, ხოლო გრიფინის მაჩვენებელმა 30 ქულა, 10,7 მოხსნა და 3,8 გადაცემა შეადგინა.
თებერვლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ჯეიმსისა და გრიფინის გარდა ასევე დერონ უილიამსი („ბრუკლინ ნეტსი“), ელ ჯეფერსონი („შარლოტ ბობკეტსი“), ჟოაკიმ ნოა („ჩიკაგო ბულსი“), ჯეიმს ჰარდენი, დუაიტ ჰოვარდი (ორივე „ჰიუსტონ როკეტსიდან), პოლ ჯორჯი, დევიდ უესტი (ორივე „ინდიანა პეისერსიდან), კევინ ლავი („მინესოტა ტიმბერვულვზი“), კევინ დურანტი („ოკლაჰომა სიტი თანდერი“), გორან დრაგიჩი („ფინიქს სანსი“), დემიენ ლილარდი („პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“), პერი მილსი („სან-ანტონიო სპურსი“), დემარ როზანი („ტორონტო რეპტორსი“), და ჯონ უოლი („ვაშინგტონ უიზარდსი“) იბრძოდნენ.
ალექსანდრე მატევოსოვი