კალატესი: “ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო ნაკრებში”
საბერძნეთის ნაკრების კალათბურთელმა, ნიკ კალატესმა საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“საქართველოს ნაკრებს კარგ თამაშს ვულოცავ. ორივე გუნდისთვის რთული თამაში იყო. საქართველოს ნაკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. მეტოქემ პირველ მეოთხედში ძალიან კარგად ითამაშა და უპირატესობა მოიპოვა. მეორე ნახევარში თამაშში დავბრუნდით. მწვრთნელმა დაბალ ბურთებზე თამაში დაგვავალა. ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრები წინ იყო, დაცვაში კარგად ვითამაშეთ და მეტოქე წნეხის ქვეშ გვყავდა. ძალიან რთული და თანაბარი თამაშის მოგება მოვახერხეთ.
ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო ნაკრებში. გაცილებით მნიშვნელოვან შეხვედრებში მითამაშია, მაგრამ ეს მატჩი ჩემთვის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო”, – განაცხადა კალატესმა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს 31 ქულა ჩაუგდო.