კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სპეციალური განცხადება

თარიღი: ივნისი 6, 2016

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციიის ოფისში ფედერაციის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელზეც გამგეობის წევრებმა სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის განიხილეს ფედერაციის ბოლო არჩევნების შემდგომ დანერგილი სიახლეები, რომელთა შორის სუპერლიგის ახალი ფორმატის დანერგვა, „ა“ ლიგის დაფუძნება, ეროვნული ნაკრების სარეზერვო გუნდის (ბ ნაკრების) ჩამოყალიბება, სუპერლიგის კლუბების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა, ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგის ორ ასაკობრივ ჯგუფში მონაწილეობა, პროექტი NBA Junior, ქალ კალათბურთელთა 2 ასაკობრივი ნაკრების ევროპის ჩემპიოანტზე თამაში, 18-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა, მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა, უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, FIBA-ს სტრუქტურაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3 თანამშრომლის გაწევრიანება და 3×3-ზე კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებაა.

გარდა ამისა, ფედერაციის გამგეობამ სფე-სა და „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაზეც იმსჯელა და პროექტი ერთ-ერთ საუკეთესოდ და წარმატებულად შეფასდა.

სხდომის შემდეგ გამგეობის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ კომისიის სპეციალური განცხადება წაიკითხა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ფედერაციის გამგეობამ კიდევ ერთხელ იმსჯელა სკეფ-სა და „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებაზე. გამგეობის წევრთა საერთო მოსაზრებით პროექტი კიდევ ერთხელ შეფასებულია როგორც ერთერთ წარმატებულ და დიდი იმედების მომცემ წამოწყებად, გამომდინარე მისი ფინანსური რისკების მინიმუმამდე შემცირებისა და იმ მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც შეუწყობს ხელს ქართული კალათბურთისათვის მაღალი ევროპული დონის მოთამაშეების აღზდასა და მათ შემდგომ განვითარებას.

ფედერაციის გამგეობამ განიხილა თემურ დათიკაშვილისა და კახა შენგელიას მედია საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაცია, მისი ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონები თემურ დათიკაშვილი და კახა შენგელია ითვლებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის არჩევნებში გამარჯვებული გუნდის წევრებად, სრულყოფილად ჰქონდათ გააზრებული გუნდის მიზნები და ამოცანები, მხარი დაუჭირეს საარჩევნო პროგრამას, ისინი სისტემატიურად ცდილობდნენ ფედერაციის სტრუქტურებში, მათი სტატუსიდან გამომდინარე, მოეხდინათ პირადად თავიანთი ინტერესების გატარება, რაც დაკავშირებული გახლდათ საკალათბურთო ინფრასტრუქტურის (დიდუბისა და ვერის ბაღის საკალათბურთო კომპლექსების) მათ პირად განკარგულებაში გადაცემის და მათ მიერ დაფუძნებული საკალათბურთო კლუბ „ვითას“ არამართლზომიერ ლობირებაში. რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ვერ გაიზიარებდა.

იმავდროულად კახა შენგელია, როგორც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდა როგორც „სასკი ბასკონიასთან“ მიმდინარე წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებებს აგრეთვე ხელშეკრულების ხელისმოწერასაც, მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების ყველა დეტალი და საერთო დადებით აზრსაც ეთანხმებოდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა შარშან თბილისში ჩატარებული კემპის ორგანიზებასა და მსვლელობაში.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობისათვის სრულიად გასაგებია თუ რატომ ახდენენ ხსენებული ბატონები ერთერთ ყველაზე წარმატებული პროექტის დისკრედიტაციას. გამგეობისათვის მიუღებელია მისი ყოფილი წევრების მიერ მედია საშუალებებში გავრცელებული, ფედერაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, შეგნებულად არასწორად მიწოდებული და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია.

გამგეობა მოუწოდებს კახა შენგელიასა და თემურ დათიკაშვილს შეწყვიტონ საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და მოახდიონონ მათ მიერ მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა“, – ნათქვამია კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა