კალათბურთის ფედერაციამ და “პსპ ფარმამ” თანამშრომლობა გაახანგრძლივეს
“პსპ ფარმა” კვლავ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ტექნიკური სპონსორი იქნება. მემორანდუმი კალათბურთის ფედერაციასა და კომპანიას შორის 2016 წლამდე გაფორმდა.
“პსპ” ქართულ კალათბურთში 2011 წლიდან მოღვაწეობს და ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებ უფასო მედიკამენტებით ამარაგებს.
გოჩა გოგილაშვილი (პსპ ფარმას-ს დირექტორი): ჩვენი კომპანია დიდი ხანია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უჭერს მხარს. გადავწყვიეთ ახალი მემორანდუმის გაფორმება, რაც ეროვნული ნაკრების მედიკამეტებით მხარდაჭერას გულისხმობს. სპორტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას ბევრი სწორედ წარმატებული სპორტსმენებით იცნობს. მხარს ვუჭერთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. გვყავს ჩვენი საფეხბურთო გუნდი და იმედია მალე კალათბურთსაც ავითვისებთ.
მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): უღრმესი მადლობა კომპანიას “პსპ”-ს, რომელიც თავის საქმიანობაში ლიდერია საქართველოში. “პსპ” კალთბურთსაც გვერდში უდგას, სპორტის განვითარებასა და ჩვენის სპორტსმენების ჯანმრთელობასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
უაღრესად კმაყოფილები ვართ პარტინორობით და იმედია ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მიხეილ გაბრიჩიძემ გოჩა გოგილაშვილს საქართველოს ნაკრების ფორმა გადასცა.