კალათბურთის ფედერაციის გამგეობის განცხადება
1 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომა, რომლის მიღებული გადაწყვეტილებაც მასმედიას გამგეობის წევრმა, პაატა გურასპაულმა გააცნო
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის განცხადება
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის (სკფ) გამგეობის 25 სექტემბრის სხდომაზე დადგინდა, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება არაუგვიანს 2013 წლის 14 დეკემბრისა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობა კიდევ ერთხელ იმეორებს და ადასტურებს, რომ გადწყვეტილებები კალათბურთთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა მიიღოს მხოლოდ საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებამ.
იმისთვის, რომ სკფ–ს გამგეობამ გამოიტანოს გადაწყვეტილება ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თარიღთან და ფედერაციის წესდებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საარჩევნო ყრილობის დღის წესრიგთან დაკავშირებით, სკფ–ს გამგეობამ ა.წ. 1 ოქტომბრის სხდომაზე დაგეგმა შეხვედრები საქართველოს საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრების გრაფიკია ამგვარია:
4 ოქტომბერი – შეხვედრა ვეტერან კალათბურთელებთან (თბილისი)
11 ოქტომბერი – შეხვედრა მოქმედ და ვეტერან მსაჯებთან, კომისრებთან, მსაჯ-მდივნებთან (თბილისი)
16 ოქტომბერი – შეხვედრა დასავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეებთან (ქუთაისი)
22 ოქტომბერი – შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეებთან (რუსთავი)
4 ნოემბერი – შეხვედრა თბილისის საკალათბურთო კლუბებთან და ბავშვთა
საკალათბურთო სკოლებთან (თბილისი)
8 ნოემბერი – შეხვედრა თბილისის საკალათბურთო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და
პროფესიულ კავშირებთან (თბილისი)
13 ნოემბერი – შეხვედრა თბილისის მოქმედ და ვეტერან მწვრთნელებთან (თბილისი)
შენიშვნა: გამგეობისთვის სასურველი შეხვედრის თარიღი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან დადგინდება სეოკ-თან შეთანხმების შემდეგ.
დამატებით გამოცხადდება აღნიშნული შეხვედრების ადგილი და დრო, რის შესახებაც ეცნობება კონკრეტულ შეხვედრებში მონაწილე ორგანიზაციებს და პირებს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი