ხორვატიამ ჩეხეთი მეორე ტაიმში გატეხა და ჯგუფში ჩატოვა
საქართველო, პოლონეთი და ჩეხეთი ჯგუფიდან ვერ გავიდნენ და ევრობასკეტს ემშვიდობებიან. ქალაქ ცელიეში ჩატარებული C ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, მასპინძელი სლოვენია და ხორვატია გავიდნენ.
ბოლო ტურში ერთი რამ იყო გასარკვევი: ხორვატია გავიდოდა თუ ჩეხეთი. ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებოდნენ და პირად ორთაბრძოლაში უნდა გადაეწყვიტათ ლიუბლიანაში წამსვლელის ვინაობა.
ჩეხეთი პირველ ტაიმში ღირსეულად ებრძოლა ხორვატებს და დიდი შესვენებისთვის 1 ქულით იგებდა, თუმცა იასმინ რეპეშას გუნდმა უძლიერესი მეორე ნახევარი ჩაატარა და საბოლოოდ 17 ქულის სხვაობით – 70:53 იმარჯვა.
ჯგუფის ბოლო, არაფრისმომცემ მატჩში, პოლონეთმა მასპინძელი სლოვენია დაამარცხა, თუმც რამდენად საკმარისი იქნება ეს პოლონელთა შელახული რეპუტაციის აღსადგენად, ძნელი სათქმელია. მათ ხომ სამეულში მოხვედრის ამბიცია ჰქონდათ.
ეს მოგება არ ეყოთ პოლონელებს, ჯგუფში ბოლო ადგილისთვის თავი დაეღწიათ. პირადი მოგების ხარჯზე პოლონეთს საქართველომ აჯობა და მე-5 ადგილი დაიკავა.
C ჯგუფი
9 სექტემბერი
საქართველო – ესპანეთი 59:83, ხორვატია – ჩეხეთი 70:53, სლოვენია – პოლონეთი 61:71
1. | ესპანეთი |
5 |
4/1 |
369/269 |
9 |
2. | ხორვატია |
5 |
4/1 |
337/341 |
9 |
3. | სლოვენია |
5 |
3/2 |
347/344 |
8 |
4. | ჩეხეთი |
5 |
2/3 |
316/339 |
7 |
5. | საქართველო |
5 |
1/4 |
366/394 |
6 |
6. | პოლონეთი |
5 |
1/4 |
329/377 |
6 |
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი