ხორვატიამ და ლიტვამ ნახევარფინალი შეავსეს
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი ხორვატიამ და ლიტვამ შეავსეს. ხორვატებთან ქართველებმა ევრობასკეტის პირველ ჯგუფურ ეტაპზე დრამატულ ბრძოლაში 76:77 წააგეს, ხოლო ლიტვასთან 1 სექტემბერს გამართულ ბოლო საკონტროლო მატჩში ძირითადი დრო 77:77 ითამაშეს და შეხვედრა ოვერტაიმში დათმეს.
ამით იმის ხაზგასმა გვინდა, თუ რა მციორე მანძილია ევრობასკეტის მონაწილეებს შორის. საქართველომ, რომელმაც ტოლ-სწორად ეთამაშა ხორვატიას და ლიტვას, ჯგუფში ჩარჩა, ხორვატია და ლიტვა კი კონტინენტის საუკეთსო 4 გუნდში მოხვდნენ და უფრო წინ წასვლის შანსიც აქვთ.
ხორვატებმა მეოთხედფინალში უკრაინა დაამარცხეს. თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც 22:22 დასრულდა. მეორე მეოთხედიდან ხორვატებმა ინიციატივა მოიპოვეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.
ბოლო მეოთხედფინალში ლიტველებმა იტალია დაამარცხეს. ბალტიისპირელები მატჩის უმეტესი დრო ლიდერობდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უპირატესობა სოლიდური გახადეს და იტალიელებმა ჩამორჩნის მხოლოდ 4 ქულამდე შემცირება მოახერხეს.
მეოთხედფინალი
19 სექტემბერი
ხორვატია – უკრაინა 84:72
ლიტვა – იტალია 81:77
ნახევარფინალი
20 სექტემბერი
ლიტვა – ხორვატია 19:45
ესპანეთი – საფრანგეთი 23:00
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი