“კლივლენდ კავალიერსის” საჩემპიონო მსვლელობა (ფოტოები)
როგორც იცით, საკმაოდ დაძაბული, 7-მატჩიანი ფინალის შემდეგ NBA-ს ახალი ჩემპიონი “კლივლენდ კავალიერსი” გახდა, რომელმაც “გოლდენ სტეიტ უორიორსი” დაამარცხა (4-3).
ქალაქი ამ გამარჯვებას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ელოდა – და მართლაც, ლებრონის წყალობით 52-წლიანი ლოდინი დასრულდა. გუშინ კი “კავალიერსმა” კლივლენდელებთან ერთად აღნიშნა ჩემპიონობა.
ბუნებრივია, რომ გულშემატკივრები ყველანაირად ცდილობდნენ მოეპოვებინათ საუკეთესო, ყველაზე კომფორტული ადგილები, რათა ზეიმით მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ.
საჩემპიონო პარადს არაფერი არ აკლდა: კანფეტები, ორკესტრი და რაც მთავარია – ვარსკვლავები.
ხალხის მთელი ნაკადი კლივლენდის ცენტრში იყო შეკრებილი. ჯერჯერობით ვერავინ ასახელებს ზუსტ რიცხვს, თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ამ გამარჯვების აღსანიშნავად.
აქვე იყვნენ ექსტრემის მოყვარულებიც.
საღამოს მთავარი ვარსკვლავი რა თქმა უნდა ლებრონ ჯეიმსი იყო.
ლებრონმა კლივლენდის ცენტრში მყოფი უზარმაზარი ბანერის პოზაც გააკეთა.
ჩემპიონთა ფლეიმეიკერი, ირვინგი მთელი ზეიმის მანძილზე მოძრავი მანქანის სახურავზე იყო მოკალათებული … საბედნიეროდ ის უვნებლად გადარჩა.
როგორც იცით, მატჩის დამთავრებისთანავე ჯეი არ სმიტმა მაისური გაიხადა და მამამისს უსახსოვრა. როგორც სჩანს, მან ახალი მაისურის პოვნა ვერ მოახერხა, არადა მას შემდე უკვე 3 დღე გავიდა…
მას მო უილიამსმაც მიბაძა.
მშვენიერი ამინდი და საყვარელი გუნდის გაჩემპიონება – რა გინდა სხვა?
გვირგვინი რა თქმა უნდა მეფესთან იყო.
ამ გამარჯვებას ქალაქი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ელოდა.