„კლივლენდმა“ ულებრონოდ „ოკლაჰომასთან“ წააგო, ოვერტაიმი საკრამენტოში
გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩები გაიმართა.
ოკლაჰომაში „თანდერმა“ „კლივლენდ კავალიერსი“ მიიღო, რომელსაც მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მუხლის ტრავმის გამო ლებრონ ჯეიმსი გამოაკლდა. საბოლოოდ, მატჩი „თანდერის“ 9-ქულიანი გამარჯვებით, 103:94 დასრულდა. ყველაზე შედეგიანები ამ შეხვედრაში „ოკლაჰომას“ რიგებიდან უესტბრუკი და კევინ დურანტი იყვნენ. „კავალიერსიდან“ კაირი ირვინგი და კევინ ლავი გამოირჩნენ.
მიმდინარე სეზონში „ოკლაჰომასთვის“ ეს მეცხრე გამარჯვებაა.
„ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ – „კლივლენდ კავალიერსი“ – 103:94 (18:26, 29:21, 31:19, 25:28)
„ოკლაჰომა“: უესტბრუკი (26 1. 7 მ. 8 პ.), დურანტი (19 ქ. 6 მ. 5 პ.), ჯექსონი (13 ქ.), მოროუ (11 ქ.), ლემბი (9 ქ.), ამასი (8 ქ. 10 მ.)
„კლივლენდი“: ირვინგი (20 ქ. 6 პ.), ლავი (18 ქ. 16 მ.), ტომპსონი (14 ქ. 13 მ.), დელავედოვა (14 ქ. 5 მ.), უეიტერსი (14 ქ.), ვერეჟაო (9 ქ. 6 მ.)
„საკრამენტო კინგსმა“ „ჰიუსტონ როკეტსი“ მიიღო და, ოვერტაიმის შედეგად, 109:113 დამარცხდა.
„საკრამენგო კინგსი“ – „ჰიუსტონ როკეტსი“ – 109:113 (26:16, 20:20, 23:25, 26:34, 14:18)
„საკრამენტო“: კოლისონი (24 ქ. 7 მ. 3 ჩ. 6 დ.), მაკლემორი (@1 ქ.), უილიამსი (17 ქ. 5 მ.), ტომპსონი (13 ქ. 15 მ.), გეი (13 ქ. 8 მ. 8 პ. 3 ჩ.)
„ჰიუსტონი“: ჰარდენი (44 ქ. 8 პ. 3 ჩ.), ბევერლი (15 ქ. 10 მ. 5 პ.), არიზა (15 ქ. 7 მ. 3 ჩ.), მოტეიუნასი (14 ქ.), ტერი (13 ქ.), დორსი (0 ქ. 9 მ. 5 ჩ.)