კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან ეს ადამიანები”
“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბურთის მატჩზე ხვიჩა კვარაცხელიას ფორმით მივიდა.
“ჩვეულებრივი მოვლენაა, კალათბურთზე ადამიანებმა შიგნით მეორე მაისური უნდა ჩაიცვან და ბრეტელებიანი მაისურით არ დადიან. ხშირი მოვლენაა ეს ყველაფერი და ევრობასკეტს თუ აკვირდებით, ხშირად ნახავთ, რომ საფეხბურთო მაისურებით დადიან საგულშემატკივროდ საკალათბურთო მატჩებზე, წყალბურთზეც იგივე ხდება და ჰოკეიზეც ვერ ივლი, ჰოკეის მაისურით ხომ?
ხშირად ხდება ხოლმე, რომ სპორტის სხვა სახეობის მაისურით მიდიხარ. თვითონ სასაცილოა ეს თემა და აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან ეს ადამიანები. რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული იყო სწორედ ეს მაისური, ხვიჩა კვარცხელიას ნომრით დამშვენებული და სწორედ ის ჩავიცვი” – განაცხადა კობახიძემ “პალიტრა ნიუსის” ეთერში.