კოკოშკოვმა საბოლოო განაცხადი დაასახელა
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა იგორ კოკოშკოვმა ევრობასკეტისთვის გუნდის საბოლოო განცხადი დააახელა.
აღსანიშნავია, რომ ქართველთა განაცხადში NCAA-ში მოთამაშე ორი კალათბურთელი მოხვდა. ამავე დროს, ნაკრებში ევროპის პირველობაზე საქართველოს სუპერლიგაში მოასპარეზე მხოლოდ ერთი კალათბურთელი იქნება.
სათქმელია ისიც, რომ განაცხადიდან ბოლო მომენტში თბილისის ”არმიის” მოთამაშე ანატოლი ბოისა იქნა მოხსნილი.
როგორც მოგეხსენებათ, ნაკრების ერთადერთი ლეგიონერი მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატზე რიკი ჰიკმანი იქნება.
სრული განაცხადი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
უკანახაზელები: გიორგი ცინცაძე (თავისუფალი აგენტი), ოთარ ფხაკაძე (”ფეირმონტ სტეიტი”, NCAA), ბესიკ ლეჟავა (”არმია”), დუდა სანაძე (სან-დიეგო, NCAA), რიკი ჰიკმენი (თელ-ავივის ”მაკაბი”, ისრაელი)
ფორვარდები: მანუჩარ მარკოიშვილი (”გალათასარაი”, თურქეთი), ვიქტორ სანიკიძე (თავისუფალი აგენტი), ბექა ბურჯანაძე (”კახასოლი”, ესპანეთი), ლევან ფაცაცია (”აზოტი”, უკრაინა);
ცენტრები: ნიკოლოზ ცქიტიშვილი (”ჩემპვილი”, ლივანი), გიორგი შერმანდინი (”სარაგოსა”, ესპანეთი), ნიკოლოზ მეტრეველი (”ნაპოლი”, იტალია)
აქვე გეტყვით, რომ პირველ მატჩს ევრობასკეტზე ქართველი კალათბურთელები ხვალ, თბილისის დროით 16 საათსა და 20 წუთზე პოლონეთის ნაკრების წინაამღდეგ გამართავენ. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ალექსანდრე მატევოსოვი