კოტე ტუღუში: “ბათუმი კარგი გუნდია და მომდევნო შეხვედრებში იბრძოლებს”
“შსს-აკადემია” – “ბათუმის” დასრულების შემდეგ კომენტარები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა გააკეთეს.
კოტე ტუღუში (“შსს-აკადემია”): “მთავარი ამოცანა, სასტარტო ორი საშნაო მატჩის მოგება შესრულებულია. ახლა დავისვენებთ და ბათუმში გავემგზავრებით, სადაც წარმატებით თამაშს ვეცდებით. მიუხედავად სერიაში 2:0 დაწინაურებისა, გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერი არა რის. ბათუმი კარგი გუნდია და მომდევნო შეხვედრებში მეტოქეს მშობლიური კედლები და გულშემატკივრებიც დაეხამრებიან.
დავიდ უსტიაშვილი (“ბათუმი”): “გუშნდელთან შედარებით დღეს ნაკლები შეცდომა დავუშვით, თუმცა მაინც დავმარცხდით, რაც დაცვაში ცუდმა თამაშმა განაპირობა. 0:2 სერიოზული ჰანდიკაპია, მაგრამ ბათუმში მეტოქეს ბრძოლას ვპირდებით”.
კომენტარი “ბათუმი” კალათბურთელმა, ნიკა რამიშვილმაც გააკეთა:
“ნახევარფინალში შემთხვევით არ გავსულვართ და ბათუმში წარმატების მისაღწევად ვიბრძოლებთ. მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ და ჩვენი გულშემატკივრებიც დაგვეხმარებიან.”