კოტე ტუღუში: “სოხუმმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია”
სუპერლიგის ცენტრალური მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა გააკეთეს.
კოტე ტუღუში (შსს-აკადემია): “დაძაბული თამაში გამოვიდა, თუმცა თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. კარგია, რომ გავიმარჯვეთ. “სოხუმმა” დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ჩვენ კი თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვუმატოთ. დიდი ამბიციები გვაქვს და ასეთი თამაშით გაგვიჭირდება. ძირითადი პრობლემები დაცვაში გვქონდა. ფარქვეშიდან საკმაოდ ბევრი იოლი ბურთი ჩავაგდებინეთ. გვაკლია გუნდურობა და შეთამაშება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც. ძირითადი თამაშები 2015 წელს მოგვიწევს. ასე რომ, დრო ჯერ კიდევ გვაქვს.”
ბექა ჩიკვილაძე (შსს-აკადემია): “არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ვარჯიში დავიწყეთ. შემადგენლობაც და მწვრთნელიც ისეთი გვყავს, რომ საჩემპიონოდ უნდა ვიბრძოლოთ. სამომავლოდ უნდა გამოვასწოროთ.”
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): “ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ჯერ კიდევ არ ვართ მზად და მინიმუმ ერთი თვე გვინდა კიდევ, რომ რაღაც შედეგის ჩვენება მოვახერხოთ და თამაში გამოვასწოროთ.