კრის პოლი ბოიკოტს აპირებს
„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერი კრის პოლი კლუბის მფლობელის დონალდ სტერლინგის დარჩენის შემთხვევაში, მოედანზე გამოსვლაზე უარს იტყვის.
იგივე აზრზე, შეგახსენებთ, კლუბის მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტი დოკ რივერსიცაა, რომელიც სტერლინგის არწასვლის შედეგად, თავისი პოსტების დატოვებას გეგმავს.
„დოკ რივერსთან ეს ვარიანტი განვიხილე. რაღაც უნდა მოხდეს, თანაც, უახლოეს დროში.
ამ თემას კიდევ განვიხილავთ. დოკი, ბლეიკი, დეანდრე – ამ ხალხისთვის მოვლენების ასეთი განვითარება მიუღებელია“, – ციტირებს პოლს „ESPN Los Angeles“-ი.
შეგახსენებთ, რომ რასისტული განცხადების შემდეგ ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ 80 წლის მილაირდერს სამუდამო დისკვალიფიკაცია დააკისრა, რაც ამ უკანასკვნელმა სასამართლოში გაასაჩივრა. ამჟამად ამ საქმესთან დაკავშირებული სასამართლო დავა გრძელდება.