ლარი ბიორდის აზრით, NBA-მ ოთხქულიანი ზონა უნდა შემოიღოს
ნაციონალური საკალათბურთო ასოცაიაციის ექს-მოთამაშე, ამჟამად კი „ინდიანა პეისერსის“ საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტი ლარი ბიორდი თვლის, რომ ლიგა ოთხქულიანი ხაზის შემოღებაზე უნდა დაფიქრდეს.
„თავიდან სამქულიანი ზონის იდეაც არავის მოსწონდა. არავინ იყო, ვინც ამბობდა, რომ ის საჭირო იქნებოდა. ამისთვის დრო გახდა საჭირო. როდესაც სამქულიანი საბოლოოდ შემოიღეს, ზოგი გუნდი შორიდან ხუთჟერ ისროდა და ეს ბევრი იყო. გასაკვირია, რომ იმის შემდეგ თამაში შეიცვალა. 16-17 წლის წინ განვიცდიდი, მეგონა, ლიგაში დაბალი მოთამაშეებს ადგილი აღარ იქნებოდა და მხოლოდ მეჯიკ ჯონსონის მსგავსი კალათბურთელები დარჩებოდნენ. შემდგომ კალათბურთელებმა მეტი სამქულიანის სროლა დაიწყეს. ყოველთვის ითვლებოდა, რომ ჩემი ერა დიდებული იყო. ახლა ამაში დარწმუნებული ვარ ვარ“, – ციტირებს ბერდს „The New Yorker“-ი.