ლიდერების ლოგიკური გამარჯვებები

თარიღი: მარტი 4, 2014

საკალათბურთო აკადემიაში 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა, რომლებშიც ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა იმარჯვეს. გათამაშების 1-2 ადგილებზე მყოფი გუნდები ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ კლუბებს ხვდებოდნენ და ისე მოიპოვეს დაგეგმილი გამარჯვებები, პრობლემები არ შექმნიათ.

პირველ მატჩში ერთმანეთს ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი „ჰიუნდაი“ და „აკადემია“ დაუპირისპირდნენ. აკადემიელებმა საწყის 2 მეოთხედში იბრძოლეს და „ჰიუნდაის“ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. დიდი შესვენებისთვის ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი 39:33 იგებდა, რაც გელა წულაძის გუნდისთვის წარმატების იმედს იძლეოდა.

მესამე პერიოდში „ჰიუნდაიმ“ თამაშზე სრული კონტროლი დააწესა და საკუთარ ლიდერობას ისეთი სიდიდე მისცა, ბოლო პერიოდს აზრი დაუკარგა. მესამე ათწუთეულში ჩერქეზიშვილის გუნდმა 33:20 იმარჯვა, 19 ქულით დაწინაურდა, რითაც მატჩის ბედი გაარკვია. დარჩენილ მეოთხედში აკადემიელებმა მოინდომეს, რაც ჩამორჩენის მხოლოდ შემცირებას გასწვდა და მატჩი „ჰიუნდაის“ გამარჯვებით – 87:75 დასრულდა.

გამარჯვებულთაგან 24 ქულით საუკეთესო სანდრო ბოლქვაძე გახლდათ. 16 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა კახა ტომარაძემ. სანდრო სანაძის ანგარიშზე 12 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა, ვალერი ბიჭაშვილმა კი ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. „აკადემიაში“ ორნი გამოირჩნენ – ნიკა ამირხანაშვილი – 26 ქულა, ბექა დარახველიძე – 25.

„ოლიმპთან“ მატჩი „შსს-აკადემიამ“ მძლავრად დაიწყო. პირველი მეოთხედის 19:7 მოგების შემდეგ, მეორე პერიოდში 25:9 დაწინაურდა, თუმცა ოლიმპელებმა მოახერხეს მობილიზება და პირველი ტაიმის ბოლოს აკადემიელებს 19:27 მიუახლოვდნენ.

მესამე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში გაილია და გადამწყვეტ პერიოდში უნდა გარკვეულიყო, მოახერხებდნენ თუ არა ოლიმპელები ფავორიტის დამარცხებას. გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა „შსს-აკადემიამ“ ბოლო მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარა და თამაში ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა – 59:48.

აკადემიელებს 19 ქულითა და 11 მოხსნით შოთა გელაზონიამ ულიდერა, 13 ქულა კი ლევან გორდულაძის ანგარიშზე დაგროვდა. „ოლიმპში“ 15 ქულით საუკეთესო თენგო ხუციშვილი იყო, 13 ქულა კი ბექა ნადირაძის ანგარიშზეა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ჰიუნდაი – აკადემია  87:75

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,აკადემია’’ ტანდაბალი გუნდი და საკმაოდ უხერხული მეტოქეა, როდის გაგასწრებენ, არ იცი. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნები, ბიჭები არ არიან ფორმაში, ბევრი ავადმყოფობდა და ზოგს ჯერ კიდევ ტრავმები აწუხებს. იმედია, ფინალამდე მისასვლელად ძალები გვეყოფა.

გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მეტოქემ გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო, დაცვაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ბევრი სწრაფი შეტევა გავუშვით.

 

შსს აკადემია – ოლიმპი  59:48

გიორგი ნიკოლაძე (,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მხოლოდ შედეგით და მატჩის მეორე ტაიმში დაცვაში თამაშით ვარ კმაყოფილი. ბიჭებს გუნდური სულისკვეთება აკლდათ და შეტევაშიც ვერ ვიასპარეზეთ სათანადოდ. ამ მხრივ თამაში გამოსაწორებელი გვაქვს და პლეიოფს მაქსიმალურად მზად უნდა შევხვდეთ.

ზაზა ცაგარეიშვილი (,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას. გუნდში ტრავმებმა იმატა და, სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთი მოთამაშე, ნიკა ბაქრაძე დაგვიშავდა. მიუხედავად ამისა, შესუსტებული შემადგენლობით ვცდილობთ ჩვეული ფორმის შენარჩუნებას. მაქსიმალურად ვიბრძოლებთ პლეიოფისთვის და ქუთაისში მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის სერიოზულად მოვემზადებით.

superleague.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა