ლიტვამ ბელგიასთან წააგო
ევრობასკეტის მესამე ტურში D ჯგუფში ბელგია ლიტვის ნაკრებს შეხვდა და ანგარიშით 76:74 მოუგო. პირველ მეოთხედში უკეთესი ლიტვა იყო, მეორეში კი ინიციატივა ბელგიელებიოსკენ გადავიდა. მესამე ათწუთიან პერიოდში ბელგიამ სამქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელმაც მას მოგებაში ხელი შეუწყო.
შევხედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლიტველი იონას ვალანჩნასი გამოდგა, რომელმაც 25 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
ლიტვა – ბელგია – 74:76 (20:12, 15:23, 19:22, 20:19)
ლიტვა: ვალანჩნასი (25 ქ. 12 მ.), იანკუნასი (13 ქ. 4 პ.), საბონისი (10 ქ.), კალნიეტისი (7 ქ. 13 პ.), კუზმინსკასი (7 ქ. 6 მ.), მაჩულისი (4 ქ.), სეიბუტისი (4 ქ.), ლეკავიჩუსი (2 ქ.), მილაკნისი (2 ქ.)
ბელგია: ლოიესკი (20 ქ. 5 პ), ტაბუ-ებომა (16 ქ. 3 პ.), ვან როსომი (13 ქ. 5 პ.), ერველი (11 ქ.), მვემა (10 ქ.), ბოსკო (2 ქ. 3 პ.), ჟილე (2 ქ. 4 პ.), ტუმვა (2 ქ.)