„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელმა აფროამერიკელებს შეურაცხყოფა მიაყენა
„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელმა დონალდ სტერლინგმა თავის მეგობარ გოგოსთან საუბრისას აფროამერიკელების მისამართით არაკორექტული ლექსიკა გამოიყენა, რის შესახებაც TMZ წერს, რომელმაც, გარდა ამისა, საუბრის ჩანაწერიც გაავრცელა.
ამასთან ერთად, სტერლინგს არ მოეწონა, რომ მისმა მეგობარმა გოგომ, რომელიც ნახევრად მექსიკელი და ნახევრად აფროამერიკელია, „ინსტაგრამზე“ ცნობილ კალათბურთელთან მეჯიკ ჯონსონთან გადაღებული სურათი ატვირთა.
სტერლინგის თქმით, მას არ სურს, რომ მისი მეგობარი გოგო აფროამერიკელებთან მეგობრობდეს და მათთან ერთად „კლიპერსის“ თამაშებზე დადიოდეს.
„ძალიან მაწუხებს, რომ შავკანიანებთან მეგობრობ. მისი (მეჯიკ ჯონსონის) სურათების დადება „ინსტაგრამზე“ საჭირო არ არის. არ მსურს, რომ მთელმა მსოფლიომ ეს იხილოს. ასევე მისი ჩვენს თამაშებზე მოყვანა აუცილებელი არ არის“, – უთხრა სტერლინგმა თავის „გერლფრენდს“.