„მაიამი ჰიტი“ და „სან-ანტონიო სპურსი“ აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის ფინალებში გავიდნენ (ვიდეო)
გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების პლეიოიფის მეორე რაუნდის თითო მეხუთე შეხვედრა გაიმართა.
მაიამიში „ჰიტმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ მიიღო. მეხუთე შეხვედრის წინ ფლორიდელები სერიას 3:1-ს იგებდნენ, შესაბამისად, ფინალში გასასვლელად მათ ამ მატჩის მოგება აწყობდათ.
საბოლოოდ, „ჰიტმა“ თავის მიზანს მიაღწია და დაძაბულ ბრძოლაში ნიუ-იორკელებს ორი ქულით აჯობა. საუკეთესო მასპინძელთა შემადგენლობაში ლებრონ ჯეიმსი იყო – მისმა მონაგარმა 29 ქულა, 9 მოხსნა და 5 გადაცემა შეადგინა. რაც შეეხება სტუმრებს, მათი რიგებიდან ჯონსონი გამოირჩა, რომელმაც 34 ქულა დააგროვა და 7 ბურთი შვიდჯერ მოხსნა.
„მაიამი ჰიტი“ – „ბრუკლინ ნეტსი“ – 96:94 (23:22, 19:27, 24:26, 30:19)
„ჰიტი“: ჯეიმსი (29 ქ. 9 მ. 5 პ. 5 დ.), უეიდი (28 ქ.), ბოში (16 ქ.), ალენი (13 ქ.)
„ნეტსი“: ჯონსონი (34 ქ. 7 მ.), პირსი (19 ქ.), უილიამსი (17 ქ.), ლივინგსტონი (8 ქ.)
ანგარიში სერიაში: 4:1
მეხუთე შეხვედრის წინ „სან-ანტონიო სპურსისა“ და „პორტლენდის“ სერიაში მსგავსი სიტუაცია იყო – პოპოვიჩის გუნდი 3:1-ს იგებდა. თუმცა „მაიამი ჰიტისგან“ განსხვავებით „სპურსის“ კალათბურთელებმა ადვილად მოიგეს – ამჯერად მეტოქეს 22-ქულიანი უპირატესობით სძლიეს.
„სან-ანტონიო“ – „პორტლენდი“ – 104:82 (19:19, 32:25, 26:19, 27:19)
„სპურსი“: გრინი (22 ქ. 9 მ.), ლეონარდი (22 ქ. 7 მ. 5 ჩ.), მილსი (18 ქ. 3 ჩ>), დანკანი (16 ქ. 8 მ.)
„პორტლენდი“: ოლდრიჯი (21 ქ. 10 მ.), ლილარდი (17 ქ. 10 პ.), მეთიუზი (14 ქ.), ლოპესი (12 ქ. 9 მ.), ბატუმი (10 ქ. 12 მ. 5 პ, 6 დ.)
ანგარიში სერიაში: 4:1