„მაიამი ჰიტმა“ და „სან-ანტონიო სპურსმა“ თავიანთი მეტოქეები გაანადგურეს (ვიდეო)
გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის მეორე რაუნდის დარჩენილი ორი სერიის პირველი მატჩები გაიმართა.
მაიამიში „ჰიტმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ მიიღო და 21 ქულით დაამარცხა. საუკეთესო ფლორიდელთა შემადგენლობაში ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა და 5 მოხსნაც გააკეთა. რაც შეეხება „ნეტს“, მისი რიგებიდან უილიამსი გამოირჩა, რომლის მონაგარმაც 17 ქულა შეადგინა.
„მაიამი ჰიტი“ – „ბრუკლინ ნეტსი“ – 107:86 (22:20, 24:23, 33:23, 28:20)
„ჰიტი“: ჯეიმსი (22 ქ. 5 მ.), ალენი (19 ქ.), ბოში (15 ქ. 11 მ.), უეიდი (14 ქ. 5 პ.), ჩალმერსი (12 ქ.), ბატიე (8 ქ.)
„ბრუკლინ ნეტსი“: უილიამსი (17 ქ.), ჯონსონი (17 ქ.), ტორნტონი (11 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), პირსი (8 ქ. 6 მ.)
ანგარიში სერიაში: 1-0
სოლიდური უპირატესობით „სან-ანტონიო სპურსმაც“ იმარჯვა, რომლის მეტოქეც პლეი-ოფის მეორე რაუნდში „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსია“. საუკეთესო მოთამაშე პოპოვიჩის გუნდის რიგებში ტონი პარკერი იყო – მისმა მონაგარმა 33 ქულა და 9 გადაცემა შეადგინა. „ტრეილ ბლეიზერსის“ შემადგენლობაში კვლავ ლემარკუს ოლდრიჯი გამოირჩა, რომელმაც 32 ქულა დააგროვა და 14 მოხსნაც გააკეთა.
„სან-ანტონიო სპურსი“ – „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – 116:92 (29:16, 36:23, 25:26, 26:27)
„სპურსი“: პარკერი (33 ქ. 9 პ. 6 დ.), ბელინელი (19 ქ.), ლეონარდი (16 ქ. 9 მ. 4 ჩ.), დანკანი (12 ქ. 11 მ.), ბეინსი (10 ქ. 7 მ.), მილსი (10 ქ.)
„ტრეილ ბლეიზერსი“: ოლდრიჯი (32 ქ. 14 მ.), ლილარდი (17 ქ. 6 დ.), ლოპესი (10 ქ. 11 მ.), ბარტონი (9 ქ.), მეთიუზი (8 ქ.)
ანგარიში სერიაში: 1:0
ალექსანდრე მატევოსოვი