მაიკლ ჯორდანი: “კობი ძალიან მიყვარდა, სიტყვები ვერ აღწერენ ამ ტკივილს”
“ჩიკაგო ბულსის” ლეგენდა, მაიკლ ჯორდანი, მსოფლიო კალათბურთის სახის, კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფაში ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება. კობისთან ერთად გარდაიცვალა მისი 13 წლის ქალიშვილიც.
“კობისა და ჯანას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ უბრალოდ შოკში ჩამაგდო. სიტყვები ვერ აღწერენ იმას, რასაც ახლა ვგრძნობ. კობი ძალიან მიყვარდა, ის ჩემთვის უმცროსი ძმასავით იყო.
ერთად ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე და ეს დიალოგები ძალიან მომენატრება. ის მძვინვარე კომპეტიტორი, თამაშის ერთ-ერთი საუკეთესო მონაწილე და კრეატიული ძალა იყო.
ამ ყველაფრის გარდა კობი გასაოცარი მამაც გახლდათ, ვისაც ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი და ძალიან ამაყობდა, თავისი ქალიშვილის კალათბურთისადმი სიყვარულით.
ივეტასთან ერთად ვუსამძიმრებ ვანესას, “ლეიკერსის” ორგანიზაციას და კალათბურთის ფანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით,” – აცხადებს მაიკლ ჯორდანი.
Michael Jordan on death of Kobe Bryant: “Words can’t describe the pain I’m feeling. I loved Kobe — he was like a little brother to me.” pic.twitter.com/r8JNMjfuRR
— Shams Charania (@ShamsCharania) January 26, 2020