მაკაბიმ სუპერლიგა მოუგებლად დაასრულა
რუსთავში გამართულ აუტსაიდერთა დაპირისპირებას ჩვეულებრივზე მეტი მაყურებელი დაესწრა. ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდმა მიმიდინარე სეზონში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და ტრადიციულად დამარცხა. შესაბამისად, მაკაბიმ ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ბოლო პოზიცია “გაინაღდა”, რაც იმას ნიშნას რომ თბილისელები პლეი-ოფში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
რუსთავლებმა კი, დღევანდელი გამაჯრვებით ფაქტობრივად დაიბევეს მეშვიდე პოზიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვემოქართლელებმა პლეი-ოფში რეგულარულის გამარჯვებულთან შეხვედრა აიცილეს.
სტუმრებმა რუსთაველებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს. მერე კი, მოედანზე მასპინძლების დომინირები თვალსაჩინო იყო. მატჩის ბოლოს მწვრთნელებმა ახალგაზრდა მოთამაშეებს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება.
გამარჯვებაში დიდი წვლილი რეზო ჩაჩანიძემ შეიტანა, რომელსაც 23 ქულა მოუგროვდა. გამორჩეული იყო ზურა მაჭავარიანი. მის ანგარიშზე 13 ქულაა. “მაკაბის” შემადგენლობაში გიორგი რებაზაშვილი (21 ქ.) და გიორგი ფერიაშვილი (16 ქ.) გამოირჩეოდნენ.