მანუჩარ მარკოიშვილი: “ჩეხეთთან მაყურებელი მე-6 მოთამაშე იქნება”
გუშინ სპორტის სასახლის სალაროებში საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. სალაროები დილის 11-დან 19 საათამდე იმუშავებენ. ბილეთები შეიძინეს და მასმედიასთან კომენტარები გააკეთეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მანუჩარ მარკოიშვილმა და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ.
მანუჩარ მარკოიშვილი:
– გულშემატკივარმა მე-6 მოთამაშის ფუნქცია უნდა შეასრულოს. მაყურებელთა მხარდაჭერა ახლა განსაკუთრებულად გვჭირდება. ნაკრებს რიკი ჰიკმანი, გიორგი შერმადინი და მე ვერ დავეხმარებით, ამიტომ ტრიბუნები უნდა გაივსოს და ბიჭებს მხურვალედ უნდა ვუქომაგოთ. ჩემი თხოვნაა, იაქტიურეთ, შეიძინეთ ბილეთები და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს“.
ვლადიმერ ბოისა:
– ბილეთების გაყიდვა დღიდან დაიწყო და გულშემატკივარს უკვე შეუძლია იზრუნოს 10 აგვისტოს მატჩზე მოსახვედრად. ძალიან დიდი სტიმულია სავსე ტრიბუნები და ამიტომ გთხოვთ იაქტიუროთ, შეავსოთ სპორტის სასახლე და დაეხმაროთ საქართველოს ნაკრებს ძალიან ძლიერი მეტოქის დამარცხებაში.
ბილეთები დღეს და ხვალ, თამაშის დღესაც გაიყიდება სპორტის სასახლის სალაროებში.
GBF.GE