მანუჩარ მარკოიშვილის პირველი ტიტული მოსკოვის ცსკა-ში
მანუჩარ მარკოიშვილი მოსკოვის ცსკა-ში პირველი ტიტულის მფლობელი გახდა. მოსკოვურმა გუნდმა სტამბოლში „გლორიას“ თასის წარმომადგენლობითი ტურნირის ფინალში ესპანური „უნიკახა“ 88:84 დაამარცხა და გამარჯვებულისთვის დაწესებულ თასს დაეუფლა.
ცსკა-ს 5 ძლიერი მოთამაშე აკლდა. ვიქტორ ხრიაპამ, ნანდო დე კოლომ, სონი უიმსმა, საშა კაუნმა და ანდრეი ზაზულინმა რიგი ტრავმიანობის გამო ფინალურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს. მთელმა სიმძიმემ ცსკა-ს რამდენიმე კალათბურთელზე გადაიარა და ერთ-ერთი მათგანი მანუჩარ მარკოიშვილი იყო, რომელმაც კვლავ სასტარტო ხუთეულში ითამაშა.
ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და 5 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ისე მოინაგრა, ბურთი არ დაუკარგავს. მანუჩარმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. ფინალის გმირი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე მილოშ თეოდოსიჩი გახდა, რომელმაც 21 ქულა და 9 პასი მიითვალა. მოგებაში დიდი წვლილი დაიდო ანდრეი ვორონცევიჩმა, რომელმაც ბოლო პერიოდში, რომელსაც ცსკა 8-ქულიანი დეფიციტით შეხვდა, 3 სამქულიანი ჩააგდო და მოსკოველებს ლიდერობა მოუტანა.
gbf.ge