მარკოიშვილი: “მომდევნო შეხვედრებში ჩვენი მიდგომა უნდა შეიცვალოს”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, მანუჩარ მარკოიშვილმა უკრაინასთან განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მარკოიშვილმა უკრაინელებთან გამართული მატჩი შეაფასა და ისრაელთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
“ბოლო ორ მატჩში ჭკვიანურად ვერ ვითამაშეთ, დაცვაში კარგად არ გამოვიყურებოდით. დაცვაში გეგმა ვერ შევასრულეთ, მეტოქეს კი თავისუფალი სროლების საშუალება მივეცით, მათ თავიანთ ძალებში ირწმუნეს და ყველაფერი გაუადვილდათ. ცხადია, მომდევნო შეხვედრებში ჩვენი მიდგომა უნდა შეიცვალოს და მხოლოდ დაცვაზე ვიფიქროთ. კვიანურად არ გვითამაშია.
ისრაელი მასპინძელი ნაკრებია. მეტოქეს ბევრი გულშემატკივარი ეყოლება, რაც მათთის დიდი მოტივაცია იქნება. მათ თავიანთი შანსები ექნებათ, მაგრამ ჩვენ ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ და დაცვაში უკეთესები ვიყოთ. პარკეტზე პოზიტიური განწყობით უნდა გამოვიდეთ და გვჯეროდეს, რომ ჩვენ მოგება შეგვიძლია”, – განაცხადა მარკოიშვილმა.