მარკოიშვილის 8-ქულიანი გამარჯვება და ფაცაციას უქულო მარცხი
ვითიბი ლიგაში მორიგი ტური გაიმართა და ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც თავთავიანთი მატჩები გამართეს. მანუჩარ მარკოიშვილის ცსკამ ასტანაში ყაზახური გუნდი დაამარცხა, ხოლო ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდმა“ტურნირზე მე-4 მარცხი „ხიმკისთან“ განიცადა.
არმიელები რომ ყაზახეთში „ასტანას“ დაამარცხებდნენ, ამაში ეჭვის შეტანა რთული იყო. მოსკოვურმა გრანდმა ზომიერი სხვაობოთ – 78:60 იმარჯვა და ცხრილში მეორე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა.
ქართველმა ლეგიონერმა 19:37 წუთი ითამაშა. ის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მარკოიშვილმა 4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად მანუჩარმა 2 მოხსნა, 1 პასი და გუნდში უმეტესი 3 ჩაჭრა მოაგროვა. საუკეთესო შედეგი საშა კაუნმა დააფიქსირა, რომელმაც პირად ანგარიშზე 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 დაფარება ჩაიწერა.
ფაცაციას გუნდმა „ხიმკისთან“ შინ წააგო. მატჩი დაძაბული იყო და მისი ბედი ოვერტაიმში გაირკვა. ძირითადი დრო 79:79 დასრულდა, ექსტრახუთწუთეულში კი „ხიმკიმ“ 94:86 იძალა. ქართველმა ლეგიონერმა 11:10 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ, 1 მოხსნით დატოვა. ფაცაციამ 2-2 სამიანი და ორქულიანი ააცილა.
ცხრილში პირველ ადგილზე „ხიმკია“. მეორე ცსკა-ა, ხოლო მესამეზე „ნიჟნი ნოვგოროდია“ განთავსებული.
gbf.ge