მარკოიშვილის ლეკური ცსკა-ს სეზონისწინა საღამოზე
სეზონის დაწყების წინ მოსკოვის ცსკა-ს კლათბურთელებმა თავს განტვირთვის საშუალება მისცეს. კლუბის ხელმძღვანელებმა მათ მოსკოვის კლუბ „ლელინგრადში“ გასართობი საღამო მოუწყო, რომელზეც გუნდის წევრებმა სპეციალურად დადგმული მუსიკალური ნომრები შეასრულეს და გვარიანად იხალისეს.
მანუჩარ მარკოიშვილმა „ლეზგინკა“, ჩვენებურად ლეკური იცეკვა, რაშიც მას პარტნიორობა ცსკა-ს 68 წლის მასაჟისტმა გაუწია. რუსმა კალთბურთელებმა არმიული სიმღერა შეასრულეს, ხოლო ამერიკელმა ლეგიონერებმა ყველაზე ცნობილი არმიასთან დაკავშირებული ჰიტი – You Are In The Army Now შეასრულეს. ცსკა-ს ფრანგმა ლეგიონერმა ნანდო დე კოლომ მისთვის ნაციონალური „კან-კნი“ რუს გოგონებთან ერთად იცეკვა.
საღამოზე კიდევ უამრავი სახალისო ამბები მოხდა. რუსული დარდიმანდობით შესრულებული სახალისო ნომრები მრავლად იყო. შეკრებაზე დაპატიჟებულნი იყვნენ ცსკა-ს ვეტერანებიც, რომელთა წარმომადგენელი სერგეი ტარაკონოვი საგანგებო პრიზით დაჯილდოვდა.
დღეს ცსკა სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს. ვითიბი ლიგაზე არმიელები ფინურ „ბიზონსს“ დაუპირისპირდებიან.
gbf.ge