მარკოიშვილის ცსკა-მ ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი” ოვერტაიმში დაამარცხა
ევროლიგაში ქართველების გუნდები შეხვდნენ, თუმცა ჩვენი ნაკრების წევრები ერთმანეთს მოედანზე არ შეხვედრიან. მიზეზი ლევან ფაცაციას არყოფნა იყო, რომელიც „ნიჟნი ნოვგოროდის“ განაცხადში არ ყოფილა, როცა ამ გუნდმა მოსკოვში, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს დიდი ბრძოლა გაუმართა.
მატჩი დაძაბული გამოვიდა და მისი ბედი დამატებით დროში, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა. მოსკოველები, რომლებსაც მიმდინარე ევროლიგაში მარცხის გემო არ იციან, წაგებას გადაურჩნენ. შეხვედრის ძირითად დროში ფრე დაფიქსირდა, დამატებით ხუთწუთეულში კი არმიელებმა მაინც იძალეს და 103:95 გაიმარჯვეს.
მარკოიშვილი სათადარიგო იყო და მოედნზე მხოლოდ 8:31 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდი, 1 ორიანი კი ააცილა და შეხვედრა 2 ქულითა და 1 მოხსნით დაასრულა. 25 ქულით საუკეთესო ბომბარდირი მილოშ თეოდოსიჩი გახდა, ხოლო საუკეთესოდ ანდრეი ვორონცევიჩი დასახელდა 22 ქულითა და 9 მოხსნით.
ცსკა–მევროლიგისმე-2 ეტაპზემე-5 გამარჯვებაიზეიმადა F ჯგუფშიერთპიროვნულილიდერია, “ნიჟნინოვგოროდს” კი 2 მოგებითდა 3 მარცხითმე-5 პოზიციაუკავია.6თებერვალსმოსკოველებიპირეოსის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებენ,ხოლონოვგოროდელებიმალაგაში “უნიკახას” ესტუმრებიან.
gbf.ge