მარკოიშვილმა “ლიეტუვოს რიტასთან” ცსკა-ს 10 ქულა შეაშველა
მოსკოვის ცსკა-სა და მანუჩარ მარკოიშვილის მორიგი წარმატება. მოსკოვში, ალექსანდრ გომელსკის სახლობის ტურნირის ნახევარფინალში არმიელებმა ვილნიუსის „ლიეტუვოს რიტასი“ 87:70 დაამარცხეს, რაშიც ქართველმა უკანახაზელმა არცთუ მოკრძალებული წილი დაიდო.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:13 წუთი გაატარა. ქართველი ლეგიონერი იყო იმ 6 არმიელს შორის, რომლებმაც 10-ქულიან ზღვარს მიაღწიეს. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მარკოიშვილს 10 ქულა დაუგროვდა, რასაც მან 3 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
ცსკა-ში საუკეთესო შედეგი ვიტალი ფრიდზონმა აჩვენა, რომელმაც 14 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მილოშ თეოდოსიჩმა არმიელებს 11 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა შესძინა.13 ქულა დააგროვა კაილი ჰაინსმა, ხოლო ანდრეი ვორონცევიჩის ანგარიშზე 11 ქულა და 6 მოხნა დაგროვდა.
ცსკა ალექსანდრ გომელსკის მემორიალის ფინალში ბერძნულ „პანათინაიკოსს“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „ნიჟნი ნოვგოროდი“ დაამარცხა.
gbf.ge