„მგზავრებმა“ „რუსთავს“ მოუგეს, „დინამომ“ „სოხუმთან“ მატჩი გადაარჩინა
დღეს საკალათბურთო სუპერლიგის მე-12 ტურის დარჩენილი ორი მატჩი შედგა.
პირველ შეხვედრაში „რუსთავი“ და „მგზავრები“ შეხვდნენ. წინა ტურში ბუბა ბერიშვილის გუნდმა „ოლიმპის“ დამარცხება მოახერხა და დღესაც გაიმარჯვა. პირველი მეოთხედი რუსთაველთა გამარჯვებთ, 18:16 დასრულდა. მეორე მეოთხედში „მგზავრებმა“ ათქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს და დიდი შესვენების წინ 41:41 იგებდნენ, რამაც შეხვედრის ბედზეც იმოქმედა. დარჩენილ ორ მეოთხედში „რუსთავმა“ თამაშის სცენარი ვერ შეცვალა და, საბოლოოდ, 68:75 დამარცხდა.
გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო 18 ქულით ლევან გრძელიძე იყო, „რუსთავიდან“ კი ქულების იგივე რაოდენობით მიხეილ ჭოჭუა გამოირჩა.
მეორე მატჩი ერთმანეთს „სოხუმსა“ და „დინამოს“ შედგა. სათქმელია, რომ ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა პირველი ემთხედი 22:10 მოიგო, რისი წყალობითაც მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა. შეხვედრის ბოლოს კი „დინამომ“ მოუმატა და იმდენი მოახერხა, რომ ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. არადა, მთელი მატჩის განმავლობაში „დინამოელები“ ხშირად სამქულიანებს ისვრიდნენ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, არაზუსტად. საბოლოოდ, ოვერტაიმში უკეთესი „დინამო“ გამოდგა და ანგარიშით 72:68 გაიმარჯვა.
საუკეთესო „დინამოს“ რიგებიდან 18 ქულით მიხეილ ბერიშვილი იყო. მასზე მხოლოდ 1 ქულით ნაკლები გიოგი შარაბიძემ დააგროვა. „სოხუმიდან“ 21 ქულით ფილიპ მილერი გამოირჩა.
ამ გამარჯვებით „დინამომ“ 20 ქულა დააგროვა და ახლა „ქუთაისთან“ და „ბათუმთან“ ერთად ცხრილს ლიდერობს.