მგზავრებმა რუსთავს ვერ გაუძლეს
მატჩის ხასიათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. „მგზავრები-არმია“ გაცილებით გამოცდილ მეტოქესთან ბრძოლას აგრძელებდა, თუმცა ნებისმიერ კრიტიკულ მომეტში, როცა სხვაობა სახიფათო ხდებოდა, რუსთაველები თამაშის სადავეების დაბრუნებას ახერხებდნენ. საბოლოოდ სხვაობის 2 ქულამდე შემცირება მასპინძლებისთვის მაქსიმალური შედეგი აღმოჩნდა. რუსთაველებმა მესამე პერიოდის მეორე ნაწილში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რომლის შენარჩუნება შეხვედრის ბოლომდე განსაკუთრებული სირთულის გარეშე მოახერხეს და სერიაში, რომელიც ორ მოგებამდე მიმდინარეობს, დაწინაურებაც შეძლეს.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, 27 ქულით რუსთაველი მიხეილ ჭოჭუა გახდა, ხოლო “მგზავრების” შემადგენლობაში საუკეთესო ბულიავა იყო, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.
მეორე შეხვედრაში, რომელშიც “დინამო” და “ოლიმპი” შეხვდნენ ერთმანეთს, გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონებმა მოიპოვეს.
სერიის განმეორებით შეხვედრები 5-6 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თასის მატჩები გუშინ რეგიონებშიც გაიმართა და ბათუმსა და ქუთაისში ადგილობრივი გუნდების გამარჯვებით დასრულდა.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები