„მგზავრებმა“ სტუმრად „ბათუმი“ დაამარცხეს
საკალათბურთო სუპერლიგის მე-16 ტურის პირველ მატჩში ცხრილის ლიდერმა „ბათუმმა“ „მგზავრები“ მიიღო.
წინა ტურში „ბათუმმა“ თბილისში „დინამო“ შთამბეჭდავი ანგარიშით – 80:60 დაამარცხა, „მგზავრებმა“ კი „ქუთაისთან“ 67:77 წააგეს. ამჯერად კი გამარჯვება თბილისელებმა იზეიმეს. ბუბა ბერიშვილის გუნდმა ბოლო წუთებზე ბრძოლით ანგარიშით 74:71 მოიგო.
არადა, უკვე პირველი პირველი მეოთხედის შემდეგ „მგზავრები“ 8 ქულით – 21:13 იგებდნენ. დიდი შესვენების წინ ბერიშვილი გუნდმა სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა და ანგარიშით 41:28 იგებდა. მესამე ათწუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა სხვაობა ოთხი ქულით შეამცირეს. ბოლო მეოთხედში „ბათუმმა“ მკვეთრად მოუმატა, მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი ანგარიშიც გაათანაბრა (71:71). 19 წამით ადრე „მგზავრები“ ერთი ქულით იგებდნენ, „ბათუმმა“ წუთშესვენება აიღო. ოთხი წამით ადრე კი წირექიძემ ორქულიანი ჩააგდო და და საბოლოო ანაგრიში, 71:74 დააფიქსირა.
„მგზავრების“ მხრიდან 21 ქულით, 7 მოხსნითა და 8 ასისტით საუკეთესო რაშად რენსომი იყო. „ბათუმის“ რიგებიდან 20 ქულით, 3 მოხსნითა და 4 ასისტით ბესიკ ლეჟავა გამოირჩა.
„ბათუმი“ – „მგზავრები“ 71:74 (13:21, 15:20, 20:16, 23:17)