მიხეილ ბერიშვილის 6 ქულა, 4 მოხსნა და გამარჯვება ლიგა “ტელემაჩის” პირველ ტურში
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, მიხეილ ბერიშვილმა პირველი ოფიციალური მატჩი გამართა სლოვენიაში, სადაც მისმა „ზლატოროგმა“ ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში „ჰოპსი პოლეზლას“ უმასპინძლა და 85:78 დაამარცხა.
მატჩი დაძაბული გამოდგა. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 16:21 წააგეს და შემდეგ ვითარების გამოსწორებას მოუნდნენ. ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი იყო. გადამწყვეტ პერიოდში ლაშკოელებმა მეტოქეს 27:20 აჯობეს და მატჩიც შესაბამისად 7 ქულის სხვაობით მოიგეს.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მან მოედანზე მთლიანობაში 16:05 წუთი გაატარა. ბერიშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4-ივე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. მიშამ საბოლოოდ 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, 3 პერსონალური მიიღო და მეტოქეები მასზე 2-ჯერ დაჯარიმდნენ. ლაშკოელთა შემადგენლობაში 21 ქულით საუკეთესო იყო საშა ზაგორაცი იყო, 12-12 ქულა კი სეხნიებმა – მიჰა ვასლმა და მიჰა ლაპორნიკმა მიითვალეს.
სლოვენიის უმაღლეს ლიგა „ტელემაჩის“ მორიგ ტურში „ზლატოროგი“ ლაშკოში „პორტოროზს“ უმასპინძლებს.
gbf.ge