მიხეილ ჭოჭუა: “უმაყურებლოდ მოგებას, სავსე დარბაზში წაგება მირჩენია”

თარიღი: აპრილი 21, 2014

მიხეილ ჭოჭუა წლების მანძილზე სუპერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. მიმდინარე სეზონს კალათბურთელი თბილისის “დინამოში” ატარებს და მიზნად ჩემპიონატის მოგებას ისახავს. ჭოჭუას დინამო-ქუთაისის შეხვედრის შემდეგ გავესაუბრეთ და ჩვენ ინტერვიუც მატჩის შეფასებით დავიწყეთ. 

– ათბალიანი შკალით თუ შევაფასებთ, რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს 6 ქულას დავუწერდი. მოდუნებულები ვიყავით, მოწინააღმდეგეს ჩვენი ტემპი ვერ ვუკარნახეთ და ფაქტი სახეზეა, დავმარცხდით. გადამწყვეტი მესამე მეპრიოდში ჩავარნდა იყო. 

– მიმდინარე სუპერლიგაში “დინამოს” შანსებზე რას იტყოდი? 

– შანსებზე სხვა გუნდებმა უნდა იფიქრონ, ჩვენ ფავორიტები ვართ და ჩემპიონები აუცილებლად უდნა გავხდეთ. შევეცდებით, რომ სეზონის ბოლომდე წაუგებლად ვითამაშოთ. ბიჭების სახელითაც ვიტყვი და გულშემატკივარს ბოლომდე ბრძოლას ვპირდები. 

– კარიერის დიდი ნაწილი რუსთავში გაქ გატარებული. როგორ გაიხსენებდი დინამოში მისვლამდე პერიოდს? 

 კალათბურთის თამაში რუსთავში დავიწყე. 15 წლის ასაკში ოთარ ხმელიძემ მთავარ გუნდში ამიყვანა.  წლების მანძილზე ვიცავდი ამ კლუბის ღირსებას. თუმცა, რუსთავში არსებული ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გავხდი, რომ კლუბი შემეცვალა და  თსსუ-ში გადავედი, რომლის ღირსებას ორი წელი ვიცავდი. შემდეგ კი, ისევ დავუბრუნდი რუსთავს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავდა შარშანდელი სეზონი მაინც წარუმატებელი იყო. ტრავმის გამო გადამწყვეტ მომენტში გუნდს ვერ დავეხმარე. 

chochua03

– სუპერლიგის დონეზე რას იტყოდი? თუნდაც იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც თამაშს იწყებდი.

– პროგრესი ძალიან დიდია. პირველ რიგში გამოსწორდა დაცვის თამაში. მომრავლდნენ ლეგიონერები. ვცდილობთ, რომ მსოფლიოს და ევროპას ავყვეთ. მოთამაშეები საკუთარ თავზე მუშაობას მეტ დროს ანდომებენ და ეს ყველაფერი საერთო  ჯამში დონეზეც დადებითად აისახება. 

– გამოსასწორებელი რა არის? 

– მთავარი პირობებია. თუმცა, იმასთან რაც ადრე იყო, შედარებაც არ შეიძება. 

– ბოლო დროს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დადის თქვენს თამაშებზე. რამდენად მნიშვნელოვანია ფანების ფაქტორი? 

– ძალიან მნიშნველოვანია. მეტსაც ვიტყვი, ფანების გარეშე სპორტს აზრი არ აქვს. მაყურებლოდ მოგებას, სავსე დარბაზში წაგება მირჩენია. პირველ რიგში გულშემატკივრისთვის ვთამაშობთ. 

chochua01

– ბოლო პერიოდში საკალთბურთო მატჩებზე ფანები პიროტექნიკას ხშირად იყენებენ. ამ ფაქტზე რას იტყოდით? 

– ჩემი აზრით მისასალმებელია. მეტი თავდადებაა გულშემატკივრის მხრიდან და ჩვენც სტიმული გვეძლევა. 

– ეროვნულ გუნდზეც გკითხავ. როგორ შეაფასებდი ჩვენი ნაკრების შესარჩევ ჯგუფს და შანსებს? 

– ძალიან მოსახერხებელი ჯგუფია. მგონი, უკეთესს ვერ ვინატრებდით. წესით ლიდერები ვართ და შანსებიც დიდია. 

chochua04

– შენი სამომავლო გეგმები? 

– დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რომელიმე უცხოურ ლიგაში, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი სუპერლიგის მოგებაა.

– და ბოლოს, რას ურჩევდი ახალგაზრდა, დამწყებ კალათბურთელებს? 

– ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში. ამასთან ერთად მთავარია კალათბურთის სიყვარული.

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა