მსაჯთა კავშირმა ქართველ არბიტრებს ტესტირება და გამოცდები ჩაუტარა (ვიდეო)
საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირმა არბიტრებს ტესტები და გამოცდები ჩაუტარა. დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ქართველმა მსაჯებმა ფიბა-ს სტანტარტების შესაბამისი ფიზიკური ტესტები ჩააბარეს, რის შემდეგაც მათ კალათბურთის ფედერაციის ოფისში წერილობითი გამოცდები ჩაუტარდათ.
ტესტებში მონაწილეობა მიიღეს როგორც ფიბა-ს, ისე ეროვნული კატეგორიის მსაჯებმა. 5 საერთაშორისო არბიტრის ფიზიკური ტესტები ფირზე იქნა ჩაწერილი, რომელიც ფიბა-ევროპაში გადაიგზავნება. კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ მისი ლიცენზიის მქონე მსაჯებმა სეზონში ორჯერ აღნიშნული ტესტირება გაიარონ.
ფიბა-ს ხუთივე ქართველმა მსაჯმა – მაკა კუპატაძემ, ზაზა მაჩალაძემ, დავით ბერეკაშვილმა, ირაკლი ბერიშვილმა და დავითბერიშვილმა – ტესტები წარმტებით ჩააბარა. ეროვნული კატეგორიის არბიტრთა უმეტესობამაც წარმატებით დაძლია ფიბა-ს სტანდარტები ფიზმომზადებაში.
წარმატებული გამოდგა წერილობითი ტესტებიც, სადაც არბიტრებმა მსაჯთა კავშირის მიერ შედგენილი სპეციალური საგამოცდო კითხვარები შეავსეს.
gbf.ge