მსაჯთა კავშირმა ქართველ არბიტრებს ტესტირება და გამოცდები ჩაუტარა
![](https://fanebi.com/wp-content/uploads/2013/09/11.jpg)
დღეს, საკალათბურთო აკადემიაში სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების მსაჯების ტესტირება ჩატარდა, რის შემდეგაც ქართველმა არბიტრებმა ფედერაციაში თეორიული, წერითი გამოცდები ჩააბარეს.
ეს გახლდათ ტრადიციული, წინასასეზონო ტესტირება და გამოცდები , რომლებშიც მონაწილეობა როგორც ეროვნული კატეგორიის, ასევე ფიბა-ს არბიტრებმა მიიღეს. ამავდროეულად, საერთაშორისო კატეგორიის მქონე არბირტებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ ფიბა-ს ყოველწლიური ტესტები ჩაბარებული, შემთხვევით ისარგებლეს და ნორვატივები დღეს ჩააბარეს.
ტესტირებას და გამოცდებს ფიბა-ს არბიტრი, საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის ინსტრუქტორი, მაკა კუპატაძე და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი როლანდ ხომერიკი უძღვებოდნენ. მსაჯთა უმეტესობამ ტესტებიც მაღალ დონეზე ჩააბარა და თეორიული გამოცდებიც.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი