მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო

თარიღი: მაისი 29, 2014

დღეს დაიწყო კალათბურთის მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის მიერაა ორგანიზებული. პირველ დღეს სემინარები და პრაქტიკული მეცადინეობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში გაიმართა.

ლიცენზირების პროცესი 30 თვეს გასტანს, რომლის განმავლობაშიც, ნებისმიერ მწვრთნელს შეეძლება მასში მონაწილეობის მიღება.ლიცენზირება 3-ეტაპიანია. სუპერლიგის გუნდებში მუშაობის მსურველებს სამივე ეტაპის გავლა მოუწევთ, ხოლო თუკი მწვრთნელს მხოლოდ მინი კალათბურთში, ანაც გარკვეულ ასაკობრივ დონემდე სურს მუშაობა, შესაბამისად პირველი, ან მე-2 ეტაპის ლიცენზიაც საკმარისი იქნება.

ლიცენზიის მისაღებად ტესტირებებზე გასვლა არაა შეზღუდული. გამოცდები ჩატარდება ფიბა-ს მიერ შედგენილი სპეციალური პროგრამით, რადგან სწორედ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნაა, რომ მისი წევრი ქვეყნების მწვრთნელებმა აღნიშნული ტესტირებები გაიარონ და შესაბამისი ლიცენზიები მიიღონ.

დღეს დაწყებული პროგრამის პირველ ეტაპს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლით მხოლოდ მინი კალათბურთში მუშაობის ლიცენზია მიიღება, უამრავი მწვრთნელი დაესწრო. 60-ამდე დამსწრეში სუპერლიგის, ასაკობრივი ლიგებისა და ბავშვთა გუნდებში მომუშავე მწვრთნელები იყვნენ.

მწვრთნელებს ლექცია ჩაუტარა ვეტერანმა კალათბურთის სპეციალისტმა გია მიქაძემ, რომლებიც დამსწრეებს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში კალათბურთის როლზე ესაუბრა. ფიზმომზადებასა და სპორტსმენთა სწორ ვარჯიშებთან დაკავშირებით მწვრთნელებს სემინარი ჩაუტარა ამ დარგის სპეციალისტმა, კლუბ „არმიას“ ფიზმომზადების მწვრთნელმა ირაკლი შიოშვილმა, რომელმაც ლექციის შემდეგ დამსწრეებს პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარა.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველ დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, გიორგი ქართველიშვილი დაესწრო, რომლებიც მწვრთნელებს მიესალმა და აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპის მომდევნო სემინარები 30 მაისს გაიმართება. დღის განრიგი შემდეგნაირია:

1)      დავით უსტიაშვილი – მწვრთნელობის სტილი და ქცევა               11:00

2)      თემო ხვედელიძე – კვება და სითხის ბალანსი ორგანიზმში          12:00

3)      ვიტაბიოტიკსი                                                                                         13:30

4)      გელა წულაძე – მინი კალათბურთი (პრაქტიკა)                                14:00



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა