NBA-მ მსაჯთა მორიგი შეცდომა აღიარა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კომიტეტმა აღიარა, რომ შაბათს „ნიუ-ორლეანს პელიკანსისა“ და „დალას მავერიკსის“ მატჩის ბოლო წამებზე მსაჯებმა შეცდომა დაუშეს, როდესაც ოსტინ რივერზე თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქრირეს.
NBA-ს პრეზიდენტის როდ თორნის თქმით, „მავერიკსის“ უკანახაზელმა თამაშის წესი იმ მომნეტში დაარღვია, როდესაც რივერსი ბურთის ჩაგდებას ცდილობდა. „პელიკანსის“ უკანახაზელს შეხვედრის დასრულებამდე 0,6 წამით ადრე სამი საჯარიმო სროლა უნდა შეესრულებინა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ კვირაში ეს უკვე მეორე ეპიზოდია, როდესაც მსაჯები ასეთ შეცდომებს „მავერიკსის“ სასარგებლოდ უშვებენ. შეგასენებთ, რომ 31 დეკემბერს ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ დაადასტურა, რომ დალასელთა ფორვარდმა შონ მერიონმა თამაშის წესი „მინესოტა ტიმბერვულვზის“ ლიდერის კევინ ლავის წინააღმდეგ დაარღვია. აღნიშნული თამაში „მავერიკსმა“ ანგარიშით 100:98 მოიგო.
ალექსანდრე მატევოსოვი