NBA-მ სეზონის სამი სიმბოლური ნაკრები დაასახელა
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ 2013/14 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრებები შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ რეგულარული ჩემპიონატის MVP-ის კევინ დურანტის პირველ ხუთეულში შესვლას მხარი ყველა სპეციალისტმა დაუჭირა. სათქმელია ისიც, რომ „მაიამი ჰიტის“ ფორვარდს ლებრონ ჯეიმსს 125 სპეციალისტისგან ხმა 124-მა სპეციალისტმა მისცა, რის შესახებაც NBA.com-ი წერს.
2013/14 წლების სეზონის პირველი სიმბოლური ნაკრები:
ფორვარდები: კევინ დურანტი („ოკლაჰომა-სიტი“) – 625 ქულა (125 ხმა პირველ ნაკრებში შეყვანას); ლებრონ ჯეიმსი („მაიამი“) – 623 (124)
ცენტრი: ჟოაკიმ ნოა („ჩიკაგო“) – 551 (101)
უკანახაზელები: ჯეიმს ჰარდენი („ჰიუსტონი“) – 502 (73), კრის პოლი („კლიპერსი“) – 540 (86/125)
2013/14 წლების სეზონის მეორე სიმბოლური ნაკრები:
ფორვარდები: ბლეიკ გრიფინი („კლიპერსი“) – 350 (5), კევინ ლავი („მინესოტა“) – 237 (2)
ცენტრი: დუაიტ ჰოვარდი („ჰიუსტონი“) – 226 (9)
უკანახაზელები: სტეფ კარი („გოლდენ სტეიტი“) – 489 (65), ტონი პარკერი („სან-ანტონიო“) – 210 (14)
2013/14 წლების სეზონის მესამე სიმბოლური ნაკრები:
ფორვარდები: პოლ ჯორჯი („ინდიანა“) – 171 (4), ლამარკუს ოლდრიჯი („პორტლენდი“) – 159 (2)
ცენტრი: ელ ჯეფერსონი („შარლოტი“) – 191 (4)
უკანახაზელები: გორან დრაგიჩი („ფინიქსი“) – 115 (1), დემიან ლილარდი („პორტლენდი“) – 115 (2)