NBA-ს დიდების დარბაზს ახალი წევრები ჰყავს
ცნობილი კალათბურთელები გერი პეიტონი და ბერნარდ კინგი ჯეიმს ნეისმიტის სახელობით NBA-ს დიდების დარბაზის წევრები გახდნენ. მათ გარდა, დიდების დარბაზს განთქმული მწვრთვნელი რიკ პიტინოც შეურთდება. ამის შესახებ ცნობას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
ყველაფერთან ერთად, დიდების დარბაზში ექს-მოთამაშეები როჯერ ბრაუნი, ოსკარ შმიდტი, რიჩარდ, გერინი და დაუნ სტეილი შეიყვანეს. რაც შეეხება სხვა მწვრთვნელებს, პიტინოს გარდა, დიდების დარბაზში გაი ლიუისი, ჯერი ტარკანიანი და სილვია ჰეტჩელი იქნებიან. ადგილი NBA-ს კომისიონერთათვისაც მოიძებნა. საუბარია რას გრანიკსა და ედვინ ჰენდერსონზე.
ცნობისთვის, პეიტონი NBA-ში 17 სეზონის განმალობაში თამაშობდა. სხვადასხვა წლებში იგი ‘სიეტლის”, ”მილუოკი ბაქსის, ”ლოს-ანჯელეს ლეიკერსის”, ”ბოსტონ სელტიკსისა” და ”მაიამი ჰიტის” ღირსებას იცავდა. 2006 წელს უკანახაზელმა, რომელმაც ჯამში ცხრა ოლ-სტარში ითამაშა, ”ჰიტის” შემადგენლობაში პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგა მოიგო.
ცნობილმა კინგმა კი ლიგაში 14 სეზონის განმალობაში ითამაშა. ამ პერიოდში იგი ‘ნიუ-ჯესის”, ”იუტას”, გოლდენ სტეიტის”, ”ნიუ-იორკისა” და ”ვაშინგტონის” შემადგენლობაში გამოდიოდა.
პიტინო 2001 წელიდან ლუისვილის უნივერსიტეტის გუნდს თავკაცობს, რომელთან ერთადაც NCAA-ს ბოლო გათამაშება მოიგო. 1996 წელს სპეციალისტმა მსგავს შედეგს ”კენტუკისთან” ერთად მიაღწია. გარდა ამისა, რიკს NBA-ში მოღვაწეობის გამოცდილებაც აქვს – თავიდან იგი ”ნიქსს” ხელმძღვანელობდა, ხოლო მოგვიანებით, ”სელტიკსის” მთავარი მწვრთვნელიც გახდა.
ალექსანდრე მატევოსოვი