NBA-ს მსოფლიოს ნაკრებმა ახალგაზრდული გუნდი დაამარცხა (ვიდეო)
ღამით ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარი ლიგის ახალგაზრდა კალათბურთელებისა და ლეგიონერების ნაკრებების მატჩით გაიხსნა.
შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა და, საბოლოოდ, ლეგიონერთა გამარჯვებით 112:121 დასრულდა.
საუკეთესო გამარჯვებულთა რიგებში ენდრიუ უიგინსი აღმოჩნდა, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება წაგებულებს, მათი შემადგენლობიდან ასევე 22 ქულით ვიქტორ ოლადიპო და ზაკ ლავინი გამოირჩნენ.
აშშ-ს გუნდი – მსოფლიოს ნაკრები 112:121 (67:69, 45:52)
აშშ: ოლადიპო (22 ქ. 3 მ. 4 ა. 4 ჩ.), ლავინი (22 ქ. 4 მ. 2 ა. 1 ჩ.), ბერკი (17 ქ. 1 მ. 4 ა. 2 ჩ.), პლამლი (13 ქ. 9 მ. 3 ა. 1 ჩ 2 ბ.), ზელერი (12 ქ. 4 მ. 1 ა. 3 ჩ.), შაბაზ მუჰამადი (10 ქ. 5 მ. 1 ა. 1 ბ.), კოლდუელ-პოუპი (8 ქ. 2 ა. 2 ჩ.), ნოელი (4 ქ. 4 მ. 1 ა. 2 ჩ. 2 ბ.), პეიტონი (2 ქ. 3 მ. 3 ა. 1 ჩ.), კოვინგტონი (2 ქ. 3 მ. 1 ა. 4 ჩ.)
მსოფლიო: უიგინსი (22 ქ. 6 მ. 4 ა.), გობერი (18 ქ. 11 მ. 3 ბ. 4 ჩ.), მიროტიჩი (16 ქ. 4 დ.), ბოგდანოვიჩი (16), დიენგი (14), შრედერი (13 ქ. 8 ა.), ადეტოკუნბო (12 ქ. 9 მ. 5 ა. 4 ჩ. 5 დ.), ეკზამი (4 ქ.), დელავედოვა (4 ქ.), პაპანიკოლაუ (2 ქ.)